Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დავით ბაქრაძის განცხადებით, მალე ქუთაისი-ზესტაფონის საგზაო მაგისტრალის მშენებლობა დაიწყება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images44.jpegდავით ბაქრაძის განცხადებით, მალე ქუთაისი-ზესტაფონის საგზაო მაგისტრალის მშენებლობა, ხოლო სოფელ საზანოსთან 14 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რომლის განხორციელების დროსაც 300-400 ადგილობრივი კადრი დასაქმდება.

 

ამის შესახებ განცხადება,პარლამენტის თავმჯდომარემ,  დავით ბაქრაძემ  ზესტაფონში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკთა.

 

მოსახლეობამ  ბოლო დროს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა. მათი განცხადებით, ქალაქში გაზიფიცირების პროექტი მთლიანად დასრულებულია. 

 

“წელს იმერეთში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება. ძალიან ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ბუნებრივია პრობლემებიც ბევრია. ჩვენი, როგორც ხელისუფლების ვალდებულებაა მოვიდეთ ხალხთან, მოვუსმინოთ რა აწუხებთ, რისი გაკეთება და რისი გამოსწორებაა საჭირო მომავალში”, – განაცხადა ბაქრაძემ.

 

სასმელი წყალი, რომელიც ქალაქ ზესტაფონის მოსახლეობას  არ მიეწოდებოდა, ჩატარებული სამუშაოების შედეგად  დღეს გრაფიკით მიეწოდებათ, ხოლო 2013 წლისთვის  რაიონის მასშტაბით პრობლემა სრულად აღმოიფხვრება. ასევე, 2013 წლისთვის იგეგმება   რაიონის სრული გაზიფიცირებაც.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...