Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პრეზიდენტი რეზერვისტების გამოძახების შემთხვევებს განსაზღვრავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/rezervi-300x225.jpgპრეზიდენტის მიერ დადგენილ შემთხვევებში, თავდაცვის სამინისტროს რეზერვისტების გამოძახება შეეძლება.

 

აღნიშნულის შესახებ “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილება შედის.

 

ცვლილების თანახმად, შესაძლებელი იქნება, თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევად გამოძახება ტექნიკური და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით განახორციელოს.

 

ასეთი გამოძახების შემთხვევები და შეტყობინების წესი პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრება, რომელიც კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ გამოიცემა.

 

მოქმედი კანონის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევისას პირის შესაბამის პუნქტამდე მიყვანას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უზრუნველყოფს, ახალი კანონპროექტის მიხედვით კი,  პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში რეზერვისტების მგზავრობას თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ძალებით ან ფინანსებით უზრუნველყოფს.

 

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი კახა სუხიშვილია, ავტორი კი თავდაცვის სამინისტრო.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...