planetanews Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Bidzina-gundi-300x199.jpgსაზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობა იმ ფუნქციას რაც მას დღეს აწქვს შეინარჩუნებს.ამის შესახებ ფანჯიკიძემ პარტიის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საინიციატივო ჯგუფის წარდგენიოს შემდეგ განაცდა. როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი მოძრაობა პარტიის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” შექმნის შემდეგაც გაგრძელებს მუშაობას. “საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება” არასამთავრობო ორგანიზაციაა და საკუთარ პროფილს მომავალშიც შეინარჩუნებს. ეს ორგანიზაცია აერთიანებს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს და მუშაობს კონცეპტუალურ საკითხებზე. ვიმედოვნებ, რომ იგი წარმატებით გააგრძელებს მოღვაწეობას,”- განაცხდა ფანჯიკიძემ. ბიძინა ივანიშვილმა დღეს საკუთარი პარტიის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” საინიციატივო ჯგუფი წარადგინა. პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, მწერალი გურამ ოდიშარია, მეცნიერი ვანო კიღურაძე, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას ძმა გიორგი ჟვანია, ადვოკატი თამაზ ავდალიანი, უფლებადამცველი და ადვოკატი მანანა კობახიძე, ეკონოკის ექსპერტი ნოდარ ხადური, დიპლომატი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თედო ჯაფარიძე, დიპლომატი და საერთაშორისო ურთუერთობათა ექსპერტი გიორგი ვოლსკი, იურისტი და უფლებადამცველი ზაქარია ქუცნაშვილი, დიპლომატი და ყოფილი ელჩი გერმანიასა და ჰოლანდიაში მაია ფანჯიკიძე, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ნუგზარ დავითაშვილი და ფეხბურთელი კახი კალაძე. პოლიტიკური პარტიის ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პრეზენტაცია მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts