planetanews Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მომხდარი ტერორისტული აქტის შესრულებაში ირანელი ეჭვმიტანილი ტაილანდის პოლიციამ დღეს დააკავა. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელისა და ტაილანდის უსაფრთხოების ძალებს შორის, რომ დადგინდეს, დაკავშირებულია თუ არა ეს მორიგი აფეთქება ინდოეთსა და საქართველოში დაგეგმილ ტერორისტულ აქტებთან. გამოცემა “New York Times” ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბანგკოკის აეროპორტში პოლიციამ აიყვანა მეორე ირანელი ეჭვმიტანილიც, რომელიც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. მის საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობები. ბანგკოკში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. შეგახსენებთ, ისრაელის საელჩოებზე ორი თავდასხმა განხორციელდა. ინდოეთში, ისრაელის საელჩოში, ბომბის აფეთქების შედეგად დიპლომატის ცოლი და მისი მძღოლი დაშავდა. თბილისში კი ისრაელის ელჩის მანქანაზე მიმაგრებული ბომბი აღმოაჩინეს, რომელიც სამართალდამცავებმა დროულად გააუვნებელყვეს. ისრაელმა ყველა საელჩოში უმკაცრესი რეჟიმი შემოიღო. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts