Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ალასანია: კოალიციაში სახელმწიფო მმართველობის მოდელზე შეუთანხმებლობაა


Recommended Posts

 

 

/get_img?ImageId=6355

 

პარტია“თავისუფლალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ივანიშვილის კოალიციის შიგნით წევრ პარტიებთან ყველანაირ შეუთანხმებლობას გამორიცხავს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ გარკვეული შეუთანხმებლობა არსებობს სახელმწიფო მმართველობის მოდელის გარშემო. ხოლო ამ უკანასკნელის გადაწყვეტას, მისი თქმით, კოალიცია რეფერენდუმის გზით გეგმავს.

 

“კოალიციაში სადავო საკითხები არ არსებობს, გარდა იმ საკითხისა, რომელიც უკავშირდება ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობას. ძალიან მალე გამოქვეყნდება ჩვენი კოალიციის პოლიტიკური მანიფესტი.

 

მინდა გითხრათ, რომ არის საკითხები (მაგალითად, ქვეყნის მმართველობის მოწყობა), რომელიც მხოლოდ რეფერენდუმზე ქართული საზოგადოების მიერ იქნება გადაწყვეტილი. ჩვენ ვთანხმდებით პრინციპულ, ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორი უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარების ფორმები, როგორ აღმოვფხვრით უმუშევრობას, სიღატაკეს, ამაში გვაქვს თანხმობა,” – აღნიშნა ალასანიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე.

 

შეგახსენებთ, ერთ–ერთ პრესკონფერენციაზე კოალიციის წევრმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ კოალიციაში შეუთანხმებლობაა მმართველობის მოდელზე. მისი თქმით, ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო მმართველობა სურს, „ეროვნულ ფორუმსა“ და „რესპუბლიკელებს“ კი - ქვეყნის მართვის საპარლანეტო მმართველობა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...