Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ჯაფარიძე: “ევრაზიის კავშირის” წევრი ქვეყნისთვის მისაღები წინადადება უნდა მოვძებნოთ


Recommended Posts

 

 

/get_img?ImageId=6360

 

საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის ჯგუფის ხელმძღვანელის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის თედო ჯაფარიძის თქმით, საგარეო ურთიერთობების კუთხით, ქვეყნისთვის ნომერი პირველი საფრთხე რუსეთია და დასძინა, რომ რუსულ მხარესთან კონტაქტი არ იქნება ადვილი, მაგრამ ეს გარდაუვალი აუცილებლობაა.   

 

“ნომერ პირველი საფრთხეა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მაგრამ ეს არის ერთი. მეორე მხარე ჩემი პასუხის გახლავთ ის, რომ ეს საფრთხე ჩვენ უნდა გავანეიტრალოთ. რომ გაანეიტრალო, უნდა შეისწავლო შენი მოწინააღმდეგე,” – აღნიშნავს ჯაფარიძე.

 

რაც შეეხება რუსეთის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის ინიციატივას “ევრაზიული კავშირის” შექმნის შესახებ, თედო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა მის ადრინდელ კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დასძინა, რომ მსგავსი კონცეფციებიდან უნდა შეისწავლო მოწინააღმდეგე, მოძებნო საქართველოსთვის ოპტიმალურად მისაღები პასუხები.

 

“რატომღაც აქცენტი გაკეთდა მხოლოდ პუტინის ამ წინადადებაზე. რუსეთში არის უამრავი სხვა კონცეფცია, ამიტომ ჩემი ერთ–ერთი მოვალეობაა, ყოველდღიურად შევისწავლო ეს დოკუმენტები და მოვძებნო ჩვენთვის საინტერესო და ოპტიმალურად საქართველოსთვის მისაღები პასუხები. მთავარი კი ეს არის, რომ შევძლოთ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება,” – აღნიშნა ჯაფარიძემ.

 

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი „ევრაზიული კავშირის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მაშინ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ წერილში პუტინი წერდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა „ევრაზიული კავშირი“ უნდა შექმნან, რომელიც დასავლეთისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებს. ექსპერტთა მოსაზრებით კი, მსგავსი კავშირის შექმნა პუტინს პოსტსაბჭოთა სივრცეზე დაკარგული გავლენის აღდგენაში დაეხმარება.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...