Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სამხედრო სავალდებულო სამსახური სამი თვით გახანგრძლივდება


Recommended Posts

</p>/get_img?ImageId=6365

 

 

 

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე გაიზრდება. შესაბამისი ცვლილება "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში შედის.

 

კანონპროექტის ინიციატორის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრის კახაბერ სუხიშვილის განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდის ზრდა გამოწვეულია საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით.    

 

“ჩვენ ვუახლოვდებით საერთაშორისო სტანდარტებს და თორმეტი თვე არ არის საკმარისი. მე ბევრი ქვეყნის მაგალითს გადავხედე და ამ მხრივ საერთაშორისო სტანდარტი არსებობს, რომელიც განაპირობებს ამ ვადაში სრულ მომზადებას. აქედან გამომდინარე, ჩემი ინიციატივა სწორედ ამას უკავშირდება, რომ წვევამდელები მიუახლოვდნენ სტანდარტს იმიტომ, რომ შემდგომ იცით, რომ 40 წლამდე სარეზერვო სამსახურს გადიან და მერე იქ მოხდება ამ ყველაფრის დახვეწა. აქედან გამომდინარეობდა ის გადაწყვეტილება, რომ აგვეწია ერთწლიანი პერიოდი თხუთმეტ თვემდე,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” სუხიშვილმა და დასძინა, რომ ეს ცვლილებები ეხება მხოლოდ და მხოლოდ რეგულარულ არმიას, ანუ ვინც ჯარში მსახურობს.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...