planetanews Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59983.jpgსოხუმში მყოფი ოთხი ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვს. ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის პორტში უკვე ერთი წელია იმყოფებიან. გიორგი საპანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე კომპანია `სტარლეტ შიპინგის`კუთვნილი გემის ბორტზე 2011 წლის 21 თებერვალს ავიდნენ. მათი ოჯახების ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოტყუებით, კანონის დარღვევითა და თაღლითური გზით შეიყვანეს. მეზღვაურებს გასამრჯელოს სახით ამ დრომდე არანაირი თანხა არ მიუღიათ. მათი ახლობლები მომხდარში დამსაქმებელ ლაურა ჩადუნელს ადანაშაულებენ, თუმცა თავად ჩადუნელი აცხადებს, რომ ქართველი მეზღვაურები საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან და კუთვნილ გასამრჯელოსაც მიიღებენ. სოხუმის პორტში დაკავებული მეზღვაურების ამსახველ კადრებს საოკუპაციო რეჟიმის ტელევიზია ავრცელებს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts