planetanews Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59989.jpg`ეხო მოსკვის` მთავარი რედაქტორი პროკურატურაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს. ალექსეი ვენედიქტოვმა ამის შესახებ ტვიტერში დაწერა და განმარტა, რომ მიზეზი ერთ-ერთი მსმენელის საჩივარი გახდა, რომელმაც რადიოსადგური მთავარი რედაქტორის არჩევისას შრომითი კოდექსის დარღვევაში დაადანაშაულა. ვენედიქტოვმა აღნიშნა, რომ პროკურატურაში არ წავა, მის ნაცვლად სამართალდამცველებს `ეხო მოსკვის`იურისტი გაესაუბრება. პროკურატურის მოთხოვნას წინ უძღოდა გაზპრომ მედიაჰოლდინგის მიერ `ეხო მოსკვის`დირექტორთა საბჭოს დათხოვნა, რომლის წევრიც ვენედიქტოვიც იყო. ჰოლდინგში საკადრო ცვლილებას შიდა კორპორაციული პროცედურით ხსნიან და აცხადებენ, რომ ვენედიქტოვის მთავარი რედაქტორის პოსტიდან გათავისუფლებას არ განიხილავენ. ექსპერტები კი ცვლილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ, რადგან `ეხო მოსკვი` ყველაზე სანდო მედიასაშუალებაა, ვენედიქტოვი კი ვლადიმერ პუტინის აქტიური კრიტიკოსია. ახალ საბჭოს `ეხო მოსკვის` აქციონერები 29 მარტს აირჩევენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დირექტორთა საბჭოში შესაძლოა დიმიტრი მედვედევის თანაკურსელიც დანიშნონ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts