Jump to content
Planeta.Ge

ბ.ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფი


Recommended Posts

babuagiorgi

თუ გინდა მეგრულად დაგიწერ, მაგრამ პარლამენტი 3 წლიანი ვადით ეს პირველი რეპუბლიკის დროიდან არის. კარგი კონსტიტუცია იყო, მაგრამ დღეს არ მოქმედებს.

 

პ.ს. ეტყობა ასეთ განცხადებეის გამკეთებელ პოლიტიკოსებს ჯერ 1918 წელი ჰგონი

კაცმა თქვა ასე ვიზამო და მე მჯერა. პრემიერის წასვლა პრობლემა არაა, არც დეპუტატის და არც პარლამენტის თავმჯდომარის.

ახლა მარტლა მაპატიე ბაბუ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქუცნაშვილი ზაქარია - ხტფუუუ... არაფრის მაქნისი, ნარჩეულიშვილარი, ნასოციალისტარი, ყველა დირკას მორგებული, და გაბოროტებული ადამიანი.

ჩაფიძე ელისო - ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ.

ჭანკვეტაძე ნინელი - ტფუს ვერ ვაკადრებ, მაგრამ, ამოვიდა რა ყელში. რა ყველა დირკას ერგება რა გაა#######ა საქმე ამიხსენით რა? რა ჯანდაბა ესაქმება აპრტიასთან? და პლიუს ზესამარცხვინო ქმარი... ( როინიშვილი ხო ამის ქმარია? ) წადი რა ქალო დაეტიე.

ხაბელოვი ლერი - ეს ბივში პოლიციელი ხაბელოვია? მოჭიდავე რომ იყო? და ფულის ტომრები რომ გაივსო? თუ მეშლება?

 

დანარჩენებზე ან ინფორმაცია არ მაქვს, ან კითხვას არ ბადებენ ჩემში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ქუცნაშვილი ზაქარია - ხტფუუუ... არაფრის მაქნისი, ნარჩეულიშვილარი, ნასოციალისტარი, ყველა დირკას მორგებული, და გაბოროტებული ადამიანი.

ჩაფიძე ელისო - ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ.

ჭანკვეტაძე ნინელი - ტფუს ვერ ვაკადრებ, მაგრამ, ამოვიდა რა ყელში. რა ყველა დირკას ერგება რა გაა#######ა საქმე ამიხსენით რა? რა ჯანდაბა ესაქმება აპრტიასთან? და პლიუს ზესამარცხვინო ქმარი... ( როინიშვილი ხო ამის ქმარია? ) წადი რა ქალო დაეტიე.

ხაბელოვი ლერი - ეს ბივში პოლიციელი ხაბელოვია? მოჭიდავე რომ იყო? და ფულის ტომრები რომ გაივსო? თუ მეშლება?

 

ეს და ასეთნაირები ჯობია ამ ხალხს ხო?

post-8412-065822300 1329557348_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

მაპატიე რამენაირად თუ არ შეგრობვდა მაგდენი ხელმოწერა, მაპატიებ? :007:

პატიება რა შუაშია? მე და შენ რა შუაში ვართ?

 

თუ 25 ათასი ადამიანი მაინც არ არის მიშას წინააღმდეგ, მაშინ რაზე დაიწყეთ ეგ ხელმოწერა?

შენი სიტყვებია "ის ხალხი ტყულიად პურს არა ჭამენო", იმიტომ მოგმართე.

 

თუ 25 ათასი კაცი არ უჭერს მხარს ბიძინას, მაშინ რისი იმედი აქვს? თუ უწერს, მიიყვანოს ბოლომდე ეგ გამოკითხვა. ამაზე უნდა იფიქრონ ბიძინამ და მაგის მომხრეებმა. და არა იმაზე "მაპატიებ" - "არ მაპატიებ"...

 

თუ ბიძინას მომხრეები მიშას მომხრეებს დაემსგავსებით, მაშინ ბიძინა რომ მიშას დაემსგავსოს რა იქნება გასაკვირი? მეფეს ამალა აყალიბებს! :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

და ეგ ვინ ჩემი პენისია?

იმერეთის ყოფილი გუბერნატორის და დღეს ქუთაისის მაჟორიტარის აკაკი ბობოხიძის ძმაა ლევან ბობოხიძე.იგია ხონის ნაცინალების შეფი და ხონის საკრებულოს წევრი. ნახე მისი ინტერვიუ. განახებ აგერ და იცოდე იგივე იდეოლოგიის ხალხია ნაცებში დღეს ყველადონეზე.

აგერ ისიამოვნე:

ჟურნალისტი: „დამეთანხმებით, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა პარტიულობა. გაჩნდა აზრი, რომ ხონში და ზოგადად ქვეყანაში სამსახურეობრივი, თანამდებობრივი წარმატებისთვის საჭიროა მინიმუმ ნაციონალი იყო.

 

- მსოფლიო მაშტაბითაც ასეა, არათუ ხონში და საქართველოში. სხვაგვარად არ შეიძლება. ადამიანები მმართველობით სტრუქტურაში კარიერას პირველ რიგში აკეთებენ პარტიით და არა დავუშვათ, ნიჭითა და შესაძლებლობით. შემცირებები ხდება, როგორც გითხარით და ხმამაღლა ვაცხადებ, რომ შემცირების დროს გვერდი აევლება იმას, ვისაც პარტიის წინაშე აქვს დამსახურება. რეალურად დღეს საქართველოში ასეთი სიტუაციაა, იძულებული ვხდები ვიმოქმედო ისე, როგორც ნებისმიერი პარტიის თავმჯდომარე იმოქმედებდა. ჩემს ადგილზე სხვა როგორ მოიქცეოდა?! ყურადღება ექცევა ნაციონალური პარტიის წევრებს და იმ ადამიანებს ვინც ჩვენ მოგვიყვანა ხელისუფლებაში“.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

 

იმერეთის ყოფილი გუბერნატორის და დღეს ქუთაისის მაჟორიტარის აკაკი ბობოხიძის ძმაა ლევან ბობოხიძე.იგია ხონის ნაცინალების შეფი და ხონის საკრებულოს წევრი. ნახე მისი ინტერვიუ. განახებ აგერ და იცოდე იგივე იდეოლოგიის ხალხია ნაცებში დღეს ყველადონეზე.

აგერ ისიამოვნე:

ჟურნალისტი: „დამეთანხმებით, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა პარტიულობა. გაჩნდა აზრი, რომ ხონში და ზოგადად ქვეყანაში სამსახურეობრივი, თანამდებობრივი წარმატებისთვის საჭიროა მინიმუმ ნაციონალი იყო.

 

- მსოფლიო მაშტაბითაც ასეა, არათუ ხონში და საქართველოში. სხვაგვარად არ შეიძლება. ადამიანები მმართველობით სტრუქტურაში კარიერას პირველ რიგში აკეთებენ პარტიით და არა დავუშვათ, ნიჭითა და შესაძლებლობით. შემცირებები ხდება, როგორც გითხარით და ხმამაღლა ვაცხადებ, რომ შემცირების დროს გვერდი აევლება იმას, ვისაც პარტიის წინაშე აქვს დამსახურება. რეალურად დღეს საქართველოში ასეთი სიტუაციაა, იძულებული ვხდები ვიმოქმედო ისე, როგორც ნებისმიერი პარტიის თავმჯდომარე იმოქმედებდა. ჩემს ადგილზე სხვა როგორ მოიქცეოდა?! ყურადღება ექცევა ნაციონალური პარტიის წევრებს და იმ ადამიანებს ვინც ჩვენ მოგვიყვანა ხელისუფლებაში“.

აუჰჰჰჰ... ეგ ყველაფერი ეგრეა. მაგრამ ეგრე პირდაპირ და ხმა მაღლა რომ "პარტიის თავმჯდომარე" მაგას იტყვის, ის უფრო წარსულის ადამიანია ვიდრე მომავლის. მაგრამ ეგაა დღევანდელი საქართველო - წარსულში ჩააყუდეს ნაცებმა საქართველო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

პატიება რა შუაშია?

შენ მაინც მითხარი რომ მპატიობ. გამეხარდება.

თუ 25 ათასი ადამიანი მაინც არ არის მიშას წინააღმდეგ, მაშინ რაზე დაიწყეთ ეგ ხელმოწერა?

შენი სიტყვებია "ის ხალხი ტყულიად პურს არა ჭამენო", იმიტომ მოგმართე.

ინტერნეტის მხრივ და მერე ინგლისურის ცოდნის კუთხით გაითვალისწინე მდგომარეობა, მერე ის პოლიტიკა აქტიურად რამდენს აინტერსებს და გაიგებ რატომაცაა ეგ შედეგი. დაევლო ვინმეს კარდაკარ ნახავ ვინაა წინააღმდეგი და რა ოდენობით.

ისინი ვინც პურს ტყუილად არ ჭამენ ამ პეტიციას და სხვა დეტალებსაც მშვენივრად მიიტანენ თეთრ სახლშიც და ჰილარიმდეც კონკრეტულდ. შეგიძლია მენდო. რაოდენობა გეგმა იყო. მაგრამ არა რაოდენობაა მთავარი არამედ ხარისხი.

 

მეფეს ამალა აყალიბებს!

გვაპატიე, რომ ცუდი ამალა ვართ. ვეცდებით უფრო გამოვსწორდეთ, მაგრამ ნაცებს ახლაც ვჯობივართ მილიონჯერ.

 

 

პ.ს. ბ.ივანიშვილის ინიციატივა არ იყო ეს პეტიცია თუ გაინტერესებს.

მაინც გვაპატიე. შენ უფრო დონე ხარ. მოდი შემოგვიერთდი და აგვიმაღლე დონე იდეებიც მოგვაწოდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

qutaiseli

ჯერ იქ კაკო ბობოხიძის დედაც мовткан :givi: :givi:

მერე კიდევ თავისი ძმის :D :D :D

და რატომ უნდა მერჩივნოს ეგ?

ან რა ლოგიკაა?

სირები თუ ჰყავს საინიციატივო ჯგუფში, თუ ვიტყვი რომ სირია ესეიგი ნაციონალები მირჩევნია?

მე საერთოდ მირჩევნია მთელი ნაციონალები და მეოცნებეები ერთიანად გადაშენდეთ ამ ქვეყნიდან, თავის ქდმ, ედპ და მესამე ძალებით...

მაგრამ სადაა ამდენი ბედნიერება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

და რატომ უნდა მერჩივნოს ეგ?

ან რა ლოგიკაა?

არ მოგწონ ბ.ივანიშვილი და არ მოგწონს მისი ნაბიჯები დაგრჩება ხელისუფლებაში ნაცმო და კოლექტიური ბობოხიძე.

სირები თუ ჰყავს საინიციატივო ჯგუფში, თუ ვიტყვი რომ სირია ესეიგი ნაციონალები მირჩევნია?

კი. იმიტომ, რომ შენი აზრით არის სირი. აცადე შეცვლის ხელისუფლებას. თუ ვერ შეცვალა მერე მოვთხოვოთ პასუხი. მანამდე ვაცადოთ. ნუ ვართ სულსწრაფები. შეიძლება სირსაც ჰქონდეს ისე ფუნქცია.

მთავარია ეს ხელისუფლება შეცვალოს!

მერე სირები ვერ იპარპაშებენ ხელისუფლებაში ვერც გაჭაჭანდებიან დამერწმუნე. მიხედავს.

 

 

მე საერთოდ მირჩევნია მთელი ნაციონალები და მეოცნებეები ერთიანად გადაშენდეთ ამ ქვეყნიდან, თავის ქდმ, ედპ და მესამე ძალებით...

მაგრამ სადაა ამდენი ბედნიერება...

 

აბა ვინ გინდა?

Edited by qutaiseli
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

qutaiseli

და სად დავწერე რომ სირია თქო?

ან სად დავწერე მისი ნაბიჯები არ მომწონს თქო.

კიტხვა ისწავლეთ. მერე წაკითხულიდან აზრის გამოტანა. მერე გამოტანილ აზრზე აზრიანი პასუხის გაცემა.

და საერთოდ. რით განსხვავდები პირადად შენ მაგალითად კარდუსგან?

და საინიციატივო ჯგუფში კიდევ სირები გყავთ.

და ეგეც თქვენი პრობლემაა.

ნაცები დამრცებიან და დარმჩნენ. არ მახატია? მე არავის სისხლი არ მწყურია თქვენსგან განსხვავებით. და ამათი წასვლაც იმიტომ მინდა რომ ქვეყანას დედა მოეხვნა და პერსპექტივა დაუკარგეს. და იგივეებმა თუ ჩაანაცვლეთ... რა ხეირი ჩემთვის?

ამიტომ ისწავლეთ დიალოგი, გადააგდეთ კერპთაყვანისმცემლობა, მოიცილეთ იდიოტები, კორუმპირებულები, მსახიობები და ათასი რჯულის სირმანჯოები კიდევ.

და ეგება და რამე გამოგივიდეთ.

თორემ არ გამოგივათ ეგრე არაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე საერთოდ მირჩევნია მთელი ნაციონალები და მეოცნებეები ერთიანად გადაშენდეთ ამ ქვეყნიდან, თავის ქდმ, ედპ და მესამე ძალებით...

მაგრამ სადაა ამდენი ბედნიერება...

 

 

აბა ვინ გინდა?

 

ლოგიკურად: შალვა დარჩა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

და სად დავწერე რომ სირია თქო?

აგერ. საინიციატივო ჯგუფზე თქვი.

სირები თუ ჰყავს საინიციატივო ჯგუფში, თუ ვიტყვი რომ სირია

კიტხვა ისწავლეთ. მერე წაკითხულიდან აზრის გამოტანა. მერე გამოტანილ აზრზე აზრიანი პასუხის გაცემა.

და საერთოდ. რით განსხვავდები პირადად შენ მაგალითად კარდუსგან?

მადლობა.

საინიციატივო ჯგუფის წევრს სირს, რომ უძახი ნაცების წისქვილზე ასხამ წყალს.

აქ უტეხად უნდა დაუპირისპირდე, როგორც ისინი არიან ისე და იქ გაწყდეს სადაც ვიწროა.

სხვა გზა არაა. ვინც ბ.ივანიშვილისკენაა ის ჩემიანია ამ მთავრობის დასრულებამდე.

 

ნაცები დამრცებიან და დარმჩნენ. არ მახატია? მე არავის სისხლი არ მწყურია თქვენსგან განსხვავებით. და ამათი წასვლაც იმიტომ მინდა რომ ქვეყანას დედა მოეხვნა და პერსპექტივა დაუკარგეს.

ცვლილება თუ გინდა მთავრობის უნდა ებრძოლო და არა დარდიმანდულად წერო და იაზროვნო.

არ გინდა მათი სისხლი და კიდევ დარჩებიან.

 

და იგივეებმა თუ ჩაანაცვლეთ... რა ხეირი ჩემთვის?

კითხვა იცი მართლა და მართლა?

არ მოიყვანს სირებს ხელისუფლებაში. ახლა ყველა მოქალაქე ვისაც შეუძლია ავნოს ყურცქვიტს უნდა გამოიყენო. სხვა გზა არაა.

ხელისუფლებაში, რომ მოვა კომბლებს არ მოიყვანს. კომბლებთან ერთად არ უმართია ბიზნესი და არ გამხდარა მილიარდელი. ასევე იზამს აქ პოლიტიკაშიც.

 

ამიტომ ისწავლეთ დიალოგი, გადააგდეთ კერპთაყვანისმცემლობა

ნეტა მიცნობდე მაინც. რა გითხრა ახლა, რით გაგახარო?

ბ.ივანიშვილი არის ინსტრუმენტი ამათი ამოძირკვის და არა ვინმეს კერპი. ამ ინსტრუმენტს გამოყენება უნდა. გამოყენებას კი ამათ გაგდებამდე ერთგულად გვერდში დგომა. მერე ყველას შეუძლია ყველას კრიტიკა. მანამდე მაგ ფუფუნება არ გვაქვს.

რაც დახვდა მასალა იმას იყენებს რა ქნას მეტი?

 

 

, მოიცილეთ იდიოტები, კორუმპირებულები, მსახიობები და ათასი რჯულის სირმანჯოები კიდევ.

და ეგება და რამე გამოგივიდეთ.

თორემ არ გამოგივათ ეგრე არაფერი.

 

შენ ვის შესთავაზებდი?

 

 

 

mtidan

ლოგიკურად: შალვა დარჩა.

მასე გამოდის :givi:

Edited by qutaiseli
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"პოლიტიკა აღსარების ადგილი არ არის, აქ ყველა სიტყვას თავისი ფასი აქვს"

 

ბიძინა ივანიშვილის მომავალი პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფი უკვე ცნობილია, შესაბამისად, გაკეთდა არაერთი შეფასებაც. ამ გუნდს უმეტესწილად პოლიტიკურ გამოცდილებას უწუნებენ. ამ საკითხზე გვესაუბრება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე:

 

- როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე შემდის ახალი სახე, ბუნებრივია, ის საიდანღაც მოდის. ზურაბ ჟვანია პოლიტიკაში მოსვლამდე ბიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობდა, მიშა სააკაშვილისაც პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონია, როდესაც ჟვანიამ ამერიკიდან ჩამოიყვანა. ამჟამინდელ პარლამენტს გადახედეთ. ჟვანიას ყოფილი გუნდის წევრებს თუ არ ჩავთვლით, რომელია მაინცდამაინც დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე? პოლიტიკოსის პოტენციალის გამოვლენა და შესაბამისად, გამოცდილების შეძენა თანადათანობით ხდება და ამას დრო და პირობები სჭირდება. აქ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი: მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მაწყობს იმ ადამიანების პოლიტიკაში მოსვლა, ვინც თავისი საქმის პროფესიონალია. ბოლოს და ბოლოს, ეს ხალხი პარლამენტში უნდა მოვიდეს და კანონები წეროს. მისასალმებელი იქნება პარლამენტარის ან მინისტრის რანგში თუ არ დაიწყებენ ძროხის დედალ-მამლობის გარკვევას.

 

- პოლიტიკური პოტენციალის გამოვლენისა და წარმატების მიღწევისთვის საჭირო დრო და პირობები ახსენეთ. ამ პოლიტიკურ გუნდს დასახული მიზნების მისაღწევად ძალიან ცოტა დრო აქვს.

 

- გეთანხმებით. პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოცდილება ამ გუნდს ნამდვილად აკლია. მაგრამ, ვფიქრობ, ამის დაბალანსება მათივე პოლიტიკური პარტნიორების ხარჯზე მოხდება. კიდევ ერთი, პოლიტიკური გამოცდილება პოლიტიკური წარმატების გარანტია ყოველთვის სულაც არა არის. სიმართლე გითხრათ, ამ პოლიტიკური გუნდის მომავალი წარმატების მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტია. მგონი, არავის აქვს ილუზია, რომ ცალკე ეს ადამიანები, ჩემი მათდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მნიშვნელოვან ხმებს ვერ მიიღებენ.

 

- თუმცა, ალბათ, პოლიტიკური თანაგუნდელები ისე უნდა შეარჩიო, რომ ხმები მაინც არ დაგაკარგვინონ...

 

- სწორი რეპლიკაა. ჩემი აზრით, წარმოდგენილი გუნდი, ჯერჯერობით, ამგვარ საფრთხეს არ ქმნის, ვიმედოვნებ, პარტის შემდეგი დაკომპლექტებაც ამგვარადვე გაგრძელდება.

 

- საინიციატივო ჯგუფის წარდგენისას მათ მიერ გაცხადებული მიზნებიდან ერთ-ერთი მთავარი ის იყო, რომ მათ პოლიტიკის გაადამიანურების იმედი აქვთ.

 

- ეს განაცხადი ცოტა ულტრირებული მგონია, თუმცა მისი შინაარსი მე ასე წავიკითხე: ჩვენ დღეს ორმაგი სახის ქვეყანაში ვცხოვრობთ. ქაღალდზე წერია, რომ დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს, სადაც ადამიანი და მისი უფლებები დაცულია,Mმაგრამ განა ასეა რეალურად? საზოგადოების მოთხოვნა და ოპოზიციის ძირითადი პრეტენზია არის სწორედ ეს - ქაღალდზე დაწერილი იქცეს რეალობად. როდესაც პოლიტიკოსებს საყვედურობენ ხოლმე, რომ რაღაც ახალს არ აცხადებენ, ცოტა მიკვირს. ახალს ვერაფერს გამოიგონებენ, გარდა იმ პრობლემებისა, რომლებიც ქვეყანაში რეალურად დგას. ქაღალდზე დაწერილისა და რეალობის დაახლოების ერთ-ერთი გარანტი ბიძინა ივანიშვილია. ის თუ მოახერხებს და ამას ხალხსაც დააჯერებს, მაშინ აუცილებლად გაიმარჯვებს.

 

- გოგლა ჟვანიას განცხადებით, ეს ხალხი პოლიტიკოსობას დიდხანს არ აპირებს, რამაც ყველას ლევან გაჩეჩილაძის განცხადება გაახსენა. რა გამოდის, მათი მიზანი მხოლოდ სააკაშვილის დამარცხებაა, მერე ვის უტოვებენ ქვეყანას?

 

- სწორად დასმული შეკითხვაა. თუმცა, ამ ხალხისაც მესმის. როცა შენი საქმის პროფესიონალი ხარ, ყოველთვის გენანება შენი საქმის დატოვება და ახლის დაწყება. უმეტესად პოლიტიკაში ის ადამიანები მიდიან ხოლმე, ვისაც სხვა სფეროში არაფერი გამოსდით. ისტორიას ახსოვს იმის მაგალითები, როდესაც პოლიტიკაში ადამიანები მოვიდნენ კონკრეტული მიზნით და მერე ისევ თავის საქმეს დაუბრუნდნენ. მაგალითად, ამერიკაში იყო პერიოდი, როდესაც ბიზნესმენების მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მაშინ იქაური მილიონერებიდან ძალიან ბევრი წავიდა პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, იქ საქმე მიალაგ-მოალაგა და ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა. თუმცა, პოლიტიკას ისეთი აზარტი აქვს, შეიძლება გოგლა ჟვანიასა და დანარჩენებსაც იქიდან წასვლა აღარც კი მოუნდეთ.

 

- დიდი კრიტიკა მოჰყვა ადვოკატ არჩილ კბილაშვილის შემდეგ განცხადებას: "პოლიტიკაში წამსვლელ ადამიანს მინიმუმ, მატერიალური გარე სამყარო მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს, რადგან საზოგადოებისთვის საშიში არ გახდეს; თუ უტრირებაში არ ჩამითვლით, პოლიტიკაში იმ ასაკში უნდა მოვიდეს ადამიანი, როდესაც მისი სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი გადალახულია, ანუ მოწიფულ ასაკში". რამდენად სწორია ამგვარი მინიშნება თუნდაც ქონებრივ უზრუნველყოფაზე ქვეყანაში, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი უქონელია?

 

- რაც შეეხება ქონების ამბავს, საქართველოში უდიდესი ნდობა მოიპოვა ადამიანმა, რომელსაც ყველაზე მეტი ქონება აქვს. ბიძინა ივანიშვილის პოპულარობის მთავარი არგუმენტი ასეთია: ამ კაცს თავისი იმდენი აქვს, ქვეყანას აღარ გაღლეტსო. მაგრამ ამასთან, მას აქვს მთავრი - მორალური კაპიტალი, ანუ როგორ ხარჯავდა აქამდე ამ ქონებას, რაზე იყო ორიენტირებული. ჩვენ არაერთი შემთხვევა ვნახეთ და დღესაც ვხედავთ, ხელისუფლებაში მოსული უქონელი ადამიანები ქვეყნის ხარჯზე როგორ გამდიდრდნენ. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების თანამედროვე გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უქონელი ადამიანის პოლიტიკაში მოსვლას, ბოლოს და ბოლოს, საარჩევნო კამპანიას, უამრავი ფული სჭირდება. ამიტომ არჩილ კბილაშვილის ნათქვამი, სიმართლე კია, მაგრამ გააჩნია ფორმას, როგორ იტყვი და სად.

 

რაც შეხება სექსუალური ლტოლვის ხსენებას, ბუნებრივია, უკეთესია, თუ ქვეყნის სათავეში ზრდასრული, სექსუალურად მომწიფებული და დაკმაყოფილებული ადამიანები იქნებიან. ესეც სიმართლეა, მაგრამ სიმართლის ლაპარაკი ყოველთვის გამართლებული შეიძლება არ იყოს. იმ წარდგენისას ბევრმა ისეთი რამ თქვა, რაც შეიძლება, გულუბრყვილობითაც ავხსნათ, მაგრამ ფაქტია, მათ ამ განცხადებებით მოწინააღმდეგეს საპასუხო დარტყმის გაკეთების საშუალება მისცეს. პოლიტიკა აღსარების ადგილი არ არის, აქ ყველა სიტყვას თავისი ფასი აქვს. ვიმედოვნებ, ამ შეცდომებს ეს ადამიანები გამოასწორებენ სწორედაც საკუთარი მეტოქეეების წყალობით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ როდესაც მიმტკიცებ რომ ბბ ინსტრუმენტია ამათ მოსაცილებლად, გეთანხმები.

მაგრამ როდესაც ამბობ რომ ყველა მოქალაქე უნდა გამოიყენოს... აი ამ სირების დოღით საინიციატივოში... ყველა მოქალაქეს ვერ მიიყვანს თავისთან :)) ამაშია საქმე :)

არ მოიყვანს სირებს ხელისუფლებაში.

რაზე დაყრდნობით მეუბნები ამას?

მაგალითად:

ქუცნაშვილის იუსტიციის მინისტრი.

ნინელი კულტურის.

ხაბულიანი შსს.

და ჩემდათავად მაგათზე ხმის მიმცემის დედაც...

მაშIნ წარმოადგინოს კაბინეტის მომავალი სახე, როოგრ ხედავს ამ კაბინეტს, როგორ წარმოუდგენია და ძალიან ფრთხილად იყოს შერჩევაში... თორემ ერტი იაღლიშიც კი, ამბიციების განულების ფასად დაუჯდება :)

ან პარლამენტში რა უნდათ იგივე ამ ადამიანებს?

ბიძინას რომ კარგად უმღერიან დითირამბებს და მიშა რომ საკმაოდ ეზიზღებათ?

ხოდა მივიღებთ იგივე სიტუაციას.

ამიტომ.

ასჯერ გაზომოს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...