Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- 2011 წელს ზაზა გოროზიას პრემიების ორი კვარტლის ჯამმა 22 125 ლარი შეადგინა


Recommended Posts

12:14 15.02.2012

2011 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში, ყველაზე დიდი ოდენობით პრემიას სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელი გუბერნატორი ზაზა გოროზია იღებდა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ავრცელებს.

 

http://3.bp.blogspot.com/-iCfNki1kD7Y/TztpM_uyiQI/AAAAAAAAGNA/QaJXbkvOgpE/s200/zaza%2Bgorozia%2B%2528boqlomi.blogspot.com%2529.gifსაჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი გუბერნატორის პრემიების 2 კვარტლის ჯამმა 2011 წელს 22 125 ლარი შეადგინა.

სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის გარდა, 2011 წლის ორ კვარტალში პრემიებს რეგულარულად იღებდნენ გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები. თითოეულმა მათგანმა 6 თვეში 17 700 ლარის წახალისება მიიღო. შედარებით მოკრძალებულია ამავე პერიოდში რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის, ოთარ სირაძის მიერ პრემიის სახით მიღებული თანხა, რომელმაც 11 800 ლარი შეადგინა.

 

IDFI-ის მოთხოვნები აღნიშნული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უპასუხოდ დატოვეს იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის გუბერნატორების ადმინისტრაციებმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი პროექტს "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა" ახორციელებს, რომლის ვებგვერდზეც სახელმწიფო უწყებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციები ქვეყნდება.

"ინტერპრესნიუსი"

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png2907431438646605030-5520178980303814880?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...