planetanews Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/post-69-1176139719-300x225.jpgთითქმის ერთი წელია რაც ოთხი ქართველი მეზღვაური, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის პორტში იმყოფება. მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ. გიორგი საბანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, ალიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე კომპანია “star and Ciping”-ის კუთვნილ გემზე 2011 წლის ივნის ავიდნენ. მას შემდეგ ისინი მოტყუებით და კანონის დარღვევით, სოხუმში შეიყვანეს. მეზღვაურებს ამ დრომდე არც გასამრჯელო მიუღიათ, ოჯახის წევრები მეზღვაურების უფლებების დარღვევაში დამსაქმებელი კომპანიის ხელმძღვანელს ლაურა ჩადუნელს ადანაშაულებენ. როგორც ჩადუნელი “კურიერთან” საუბრისას აცხადებს მეზღვაურები ოკუპირებული სოხუმიდან რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან. მისივე ინფორმაციით ისინი კუთვნილ გასამრჯელოსაც მიიღებენ. სოხუმში ქართველი მეზღვაურების კადრებს აფხაზეთის ტელევიზია ავრცელებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts