Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/8162f3a652f093af7afe1ceb4a211af7.jpgმართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.

 

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

 

მირქმა უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია.

 

იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ღვთისთვის უნდა შეეწირათ. ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. წმინდა წერილის თარგმნის დროს ანგელოზმა წმ. სვიმონს აუწყა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა.

 

წმინდა სახარების თანახმად, წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: ,,აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი”. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...