Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ყინვისგან დაზიანებული ორი მაგისტრალური წყალდენიდან ერთ-ერთი უკვე აღდგენილია


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/effd986180b9830b4851d78f424be21d.jpgყინვისგან დაზიანებული ორი მაგისტრალური წყალდენიდან ერთ-ერთი უკვე აღდგენილია.

როგორც “ექსპრესნიუსს” კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, არაგვის ხეობაში, ძლიერი ყინვისგან ავარიულად დაზიანებული 1400 მმ-იანი ორი წყალდენიდან ერთ-ერთის – მე-7 წყალდენის რეაბილიტაცია გუშინ 21:00 საათისთვის დასრულდა, 23:00 საათიდან კი, წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღუდგა: მთაწმინდა-კრწანისის რაიონს, ნუცუბიძის ფერდობებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ბაგებს.

“იმის მიუხედავად, რომ წიწამურში, მაგისტრალური წყალდენების დაზიანებული მონაკვეთები რთულად მისადგომ ადგილას მდებარეობს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ბრიგადები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. დაზიანების ადგილზე მობილიზებულია კომპანიის მძიმე და სპეც-ტექნიკა”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად, დასრულების სტადიაშია ავარიულად დაზიანებული მე-6 წყალდენის რეაბილიტაცია, რის შესაბამისადაც, დღეს, 14:00 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება: სოფელ გლდანს, “კონიაკისა” და გლდანულას დასახლებებს, სარაჯიშვილის, ჩიქვანაიას, ანდრონიკაშვილის, რევოლუციის, ბიჭვინთისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, გლდანის მასივის IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებსა და თემქის III მ/რაიონს, ასევე ზაჰესში ”საქჰიდრომშენის” საცხოვრებელ კორპუსებსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს.

არაგვის ხეობაში, კერძოდ კი წიწამურში გამავალი ფოლადის 1400 მმ-იანი მე-6 და მე-7 მაგისტრალური წყალდენები ძლიერმა ყინვამ გუშინ, 14 თებერვალს დააზიანა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...