planetanews Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/sjxzblhpakzmdwxwsqvi-300x2251.jpg2012 წლის იანვარში სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგი განახორციელა ზუგდიდისა და ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. როგორც “ექსპრესნიუსს” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, აღნიშნული დაწესებულებების ლიკვიდაციის რეკომენდაციით სახალხო დამცველმა მთავრობას ჯერ კიდევ 2009 წელს მიმართა. დაწესებულებებში არსებული პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია იქ განთავსებული პატიმრებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა. არსებული მდგომარეობა ასევე არ იძლევა დაწესებულებებში მღრღნელებისა და პარაზიტების განადგურების საშუალებას. მონიტორინგის დროს ბათუმის #3 დაწესებულებაში, რომლის ლიმიტიც არის 557, განთავსებული იყო 564 პატიმარი, ხოლო ზუგდიდის #4 დაწესებულებაში განთავსებული იყო 342 პატიმარი, მაშინ, როდესაც დაწესებულების ლიმიტი შეადგენს 305–ს. აქედან გამომდინარე, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს ემატება გადატვირთულობაც, რაც კიდევ უფრო ამძიმებს პატიმრების ყოფას. მონიტორინგი მიმდინარეობდა ზამთრის განსაკუთრებით ცივ პერიოდში. ზუგდიდის და ბათუმის დაწესებულებებში არ არის დამონტაჟებული ცენტრალური გათბობის სისტემა, საკნების გათბობა ხდება ელექტროქურების მეშვეობით, რაც არასაკმარისია – მონიტორინგის დროს საკნებში იყო სიცივე. ზოგიერთ საკანში ელექტროქურა საერთოდ არ ჰქონდათ, ვინაიდან, პატიმრების თქმით, ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს გათბობის საშუალების მიწოდებას. ასევე შეუძლებელია ამანათით გამათბობლის მიღება. პატიმართა განცხადებით, მაღაზიაში შეძენილი ქურები უხარისხოა და რამდენიმე კვირაში იწვება. განსაკუთრებით აუტანელი სიცივე იყო ბათუმის #3 დაწესებულების ქალთა განყოფილებაში, რომელიც ორ საკანს მოიცავს. ერთ–ერთი საკანი შედგება სამი ოთახისგან, თუმცა პატიმრებს ჰქონდათ ერთი ელექტროღუმელი და მორიგეობით ათბობდნენ ოთახებს, ხოლო მეორე შემთხვევაში, 38 კვ.მ. საკნის გასათბობად გამოიყენებოდა ერთი ელექტროღუმელი, რომელსაც ერთი ფაზა გადამწვარი ჰქონდა. პატიმრების გადმოცემით, ზუგდიდში საკნებს წყალი მიეწოდება დღეში სამჯერ, სხვადასხვა ხანგრძლივობით, მაქსიმუმ 3 საათით, ხოლო ბათუმში – დღეში ერთი საათით. ბათუმის #3 დაწესებულებაში მონიტორინგის ჯგუფმა მოინახულა უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა არც გადასაფარებელი, არც თეთრეული და არც კოვზი და თეფში. მათი თქმით, ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო აღნიშნული ნივთების მიწოდება. ორივე დაწესებულებაში პატიმრები აღნიშნავენ, რომ მათთან მოპყრობა გაუმჯობესებულია და რაიმე მნიშვნელოვან პრეტენზიას თანამშრომელთა მიმართ არ გამოთქვამენ. მიუხედავად აღნიშნულისა, მონიტორინგის ჯგუფისთვის ზუგდიდის #4 დაწესებულებაში შესამჩნევი იყო პატიმართა დაძაბულობა საკნის კარის გაღების დროს – ყველა მათგანი სასწრაფოდ ზურგზე ხელებდაწყობილი დგებოდა ფანჯარასთან. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის კოდექსით პატიმრებისათვის დადგენილია არანაკლებ 1 საათი გასეირნების უფლება, ზუგდიდის #4 დაწესებულებაში გასეირნება 30–40 წუთს მოიცავს, ხოლო ბათუმის #3 დაწესებულებაში – 10–15 წუთს. შაბათ–კვირას პატიმრები სასეირნოდ საერთოდ არ გაყავთ. პრობლემურია პაემნების ხანგრძლივობაც. კანონით დადგენილია, რომ ხანმოკლე პაემანი ეწყობა 1-დან 2 საათამდე ვადით, თუმცა ბათუმის #3 დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა გადმოცემით, პაემანის უფლებით სარგებლობენ 15–20 წუთი, ხოლო ზუგდიდში – 25–30 წუთი. სატელეფონო კავშირის უფლება კანონით დადგენილი ვადით უზრუნველყოფილია მხოლოდ ზუგდიდის #4 დაწესებულებაში, ხოლო ბათუმის #3 დაწესებულებაში, ისევე, როგორც წინა წლებში, არ არის სატელეფონო ხაზი და არც ტელეფონის აპარატებია დამონტაჟებული, შესაბამისად, პატიმრები, უკვე რამდენიმე წელია, ვერ სარგებლობენ კანონით მინიჭებული სატელეფონო საუბრის უფლებით, რაც არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველის ყურადღების საგანი, თუმცა დღემდე პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts