planetanews Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია მთავრობის კანცელარიაში დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდება . როგორც “ექსპრესნიუსს” სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე მიწვეულნი არიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის რესპუბლიკის, საბერძნეთის რესპუბლიკისა და იტალიის რესპუბლიკის მისიების ხელმძღვანელები, ასევე, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.შეხვედრის მიზანია, საქართველოში აღნიშნული ქვეყნების დიპლომატიური მისიებისთვის დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის, 2012 წლის პრიორიტეტებისა და აპარატის სამომავლო გეგმების გაცნობა, ასევე, დიასპორისა და მიგრაციის კუთხით დიპლომატიურ მისიებთან თანამშრომლობის გაღრმავება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts