planetanews Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 /get_img?ImageId=6349 ელისო ჩაფიძე გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი ელისო ჩაფიძე ბიძინა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრი გახდა. საკუთარი გადაწყვეტილების მოტივების შესახებ უკვე ყოფილი რედაქტორი გაზეთ ”რეზონანსის” დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ ბოლო სარედაქციო წერილში წერს. ”მგონი 5 წლის რაც გავხდი, მას შემდეგ ვიცი, რომ მინდა, ჟურნალისტი ვიყო. 10 წლისამ რაიონულ გაზეთ ”ტყიბულელში” პირველი წერილი გამოვაქვეყნე და პირველი ჰონორარი მომიტანა თამარა ფოსტალიონმა - 1 მანეთი და 45 კაპიკი. ჩემს მიერ გამომუშავებული თანხა დღესაც ინახება ჩემს ერთ-ერთ უჯრაში. შემდეგ იყო ”ნორჩი ლენინელი,” ”ილერდი,” ”ფაქტი, აზრი, კომენტარი,” ”ჯორჯიან თაიმსი” და ”რეზონანსი,” - წერს ელისო ჩაფიძე თავის ბოლო სარედაქციო წერილში. მან ”რეზონანსში” მუშაობა 1994 წელს დაიწყო და ბოლო დრომდე იქ მუშაობდა. ”ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად გვიკიჟინებენ, რომ აღარ ვართ ობიექტურები. მე მართლაც მგონია, რომ სადღაც დავკარგეთ ბალანსი, სადღაც დავკარგეთ ერთმანეთის სიყვარული და გაგების უნარი. ბოლო ერთი წელია ლამისაა ქუჩაში გავატარე. ჯერ იყო და 26 მაისის აქცის დარბევამ და ადამიანების მკვლელობამ გამომიყვანა ქუჩაში, შემდეგ - ჩემი მეგობარი ფოტოგრაფების დაკავებამ, შემდეგ ჯიხურების აღებამ და გაზეთების განადგურების მიზანმიმართულმა მცდელობამ,” - იხსენებს ჟურნალისტად ყოფნის ბოლო წელს ელისო ჩაფიძე და იქვე დასძენს, რომ მან ბევრი იფიქრა ”ქართული ოცნებიდან” მიღებულ შემოთავაზებაზე. ”რეზონანსის” ყოფილი რედაქტორი ასევე აღნიშნავს, რომ მან გადაწყვიტა წავიდეს ისეთ ომში, რომლის წესების მას ბევრი არაფერი გაეგება. ელისო ჩაფიძეს მიაჩნია, რომ ადამიანის ცხოვრებაში ჩნდება მომენტი, როცა არჩევანი უნდა გაკეთო, დარჩე პასიურ მდგომარეობაში, ან თავად გააკეთო რამე. ”მე პოლიტიკაში მივდივარ იმ პროტესტის გამო, რომელიც ამ ხელსიუფლების მიმართ დამიგროვდა და მივდივარ იმ ადამიანთან ერთად, ვინც განვლილი გზით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ოცნებების ასრულება,” - წერს ელისო ჩაფიძე. მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, ”რომელიც არ გასცემს დაპირებებს და აკეთებს საქმეს.” ”რეზონანსის” ყოფილი რედაქტორი პირობას დებს, რომ პოლიტიკოსის ამპლუაში დაიცავს ჟურნალისტებისა და იმ მოქალაქეების უფლებებს, ვინც უსამართლოდ იჩაგრება. დღეს, 12 საათზე, ”ქართული ოცნების” ოფისში ცნობილი გახდება იმ ადამიანთა ვინაობა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მომავალი პოიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრები გახდებიან. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts