planetanews Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 </p>/get_img?ImageId=6348 მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახალი, გრანდიოზული პროექტი ხორციელდება, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს, მათივე თქმით, ხიდების, გვირაბების, პანდუსებისა და ესტაკადების მშენებლობა მოძრაობის განტვირთვის მიზნით ხორციელდება. “სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მარჯვენა სანაპიროზე ყველა პრობლემური სატრანსპორტო კვანძი გაიხსნება, აღნიშნულ პერიმეტრზე ყველგან გაუქმდება შუქნიშნები და სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად შეძლებენ გადაადგილებას”, – აღნიშნულია ქალაქ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე. 100 მეტრიანი ბეტონის გვირაბი აშენდება გალაკტიონის ხიდთან, მარჯვენა სანაპიროზე, აქვე მარცხენა სანაპიროზე კი პანდუსის აგებაა დაგეგმილი. კოსტავას ქუჩიდან გმირთა მოედანზე ახალი ესტაკადა იფუნქციონირებს, ესტაკადა აშენდება ლაგუნა ვერესთანაც, რომელზეც ორთაჭალიდან გმირთა მოედნისკენ მომავალი მანქანები ისარგებლებენ და გმირთა მოედნიდან დიღმისკენ მიმავალ ავტომობილებს მარჯვენა სანაპიროზე შეეძლებათ გადასვლა. ესტაკადის მშენებლობაა დაგეგმილი ბარათაშვილის ხიდთანაც. გვირაბები და პანდუსები განთავსდება გორგასლის ხეივანშიც. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts