planetanews Posted February 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2012 /get_img?ImageId=6346 “დროებით შედი, მერე ისევ გამოდი, იმაზე მეტი ყინვები, რაც უკვე იყო, აღარ იქნება. იმას გავუძელი, მით უმეტეს, ეს სამი–ოთხი დღეა მზიანი დღეებია, არ მცივა, საჭმელიც მაქვს, რაში მჭირდება დროებითი თავშესაფარი? არ ვიყინები, თითები მოსაჭრელი არ მაქვს, არც ხელები, არც ფეხები, დროებითი არაფერი მინდა,”– ამბობს ჟუჟუნა გოცაძე, რომელიც 4 წელია ვერის პარკში შვილთან ერთად ცხოვრობს. ზამთრის ყინვებს ნაცნობისგან ნაჩუქარი “დუბლიონკით” უმკლავდება, აქვს ლეიბი და საბანი, რომელსაც ღამით ჭადრაკის სასახლის წინ შლის, დღის მანძილზე კი თავისი გუდა–ნაბადი ერთი სკამის ირგვლივ აქვს თავმოყრილი. საჭმელს მოწყალებით მიღებული ფულით ყიდულობს, ასევე, ახლოს არსებულ კაფე–რესტორნებში იცნობენ და მისთვის არაერთხელ მიუტანიათ ცხელი სადილი. ქალბატონმა ჟუჟუნამ მერიის ინიციატივის შესახებ უსახლკაროებისთვის დრობითი თავშესაფრის გამოყოფის თაობაზე დღეს შეიტყო გამვლელებისგან და იმ ადამიანებისგან, ვისთანაც ბოლო 4 წლის მანძილზე ურთიერთობა აქვს. იგი 60 წლისაა, ჯერჯერობით არც პენსიას და არც სოციალურ დახმარებას იღებს. სოციალურად დაუცველის დახმარების მიღება სცადა, თუმცა, როგორც თავადვე ამბობს, კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა: “როგორც მითხრეს, არ მეკუთვნოდა სოციალური დახმარება იმიტომ, რომ ვერ ვაკმაყოფილებდი სოციალურად დაუცველის სტანდარტებს, ბინა უნდა გქონდესო, ბინა რომ მქონოდა, მაგათი დახმარება რაში დამჭირდებოდა?!” ჟუჟუნა გოცაძეს 2 შვილი ჰყავს - 35 წლის და 32 წლის– ქუჩაში მასთან ერთად უმცროსი ბიჭი ცხოვრობს, თუმცა ამ ბოლო დროს მეგობართან, რომელიც ერთ–ერთ ოფისში დარაჯად მუშაობს, ათევს ღამეს. უფროსი შვილი კი ციხიდან ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. “ის შედარებით კარგადაა, გასათევიც აქვს, ჭამაც, მოვლაც”. ქალბატონი ჟუჟუნა ქუჩაში 4 წლის წინ დარჩა, როცა ბინა გაყიდეს, მეუღლე მოსკოვში წავიდა, თანხის ნაწილი წაიღო და იქ გარდაიცვალა. თავად ფილოლოგია, თუმცა არასდროს უმუშავია. სახელმწიფო თავშესაფარში მისვლა არ უცდია: “მე ჩემი შვილებით უნდა წავიდე, სადაც წავალ, იქ რომ მივიდე, გამოდის, რომ ჩემს შვილებს უნდა დავემშვიდობო და ვუთხრა, რომ მე კარგად ვარ, ყველაფერი მაქვს. ასე არ შემიძლია, ჩვენ ოჯახი ვართ”. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts