planetanews Posted February 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2012 /get_img?ImageId=6347 საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ დღეს, 14 თებერვალს, გამოქვეყნებული კვლევის - "ელექტორატის პროფილის“ დიდი ნაწილი დემოკრატიულ ღირებულებებს შეეხება. კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკვეთილი ორი ძირითადი პოლიტიკური ძალის–ნაციონალური მოძრაობისა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის– მხარდამჭერებმა დემოკრატიის შესახებ კითხვებზე პასუხის დროს განსხვავებული შედეგები აჩვენეს. იმის მიუხედავად, რომ დემოკრატიას მმართველობის უკეთეს ფორმად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა 80.9% და ივანიშვილის გუნდის 69.4% მიიჩნევს, დემოკრატიის ღირებულებების შესახებ პასუხებმა საპირისპირო შედეგი აჩვენა. კითხვაზე, რა უფრო მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, ქვეყნის პრეზიდენტი უსმენდეს და აკეთდებდეს იმას, რასაც ხალხი მოითხოვს, თუ იმას, რაც მისი აზრით წარმატებას მოუტანს ქყვეყანას, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ხალხს, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭეთა 60.6% პირველ მოსაზრებას ეთანხმება. ამავე მოსაზრებას ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერთა 79.5% ემხრობა. „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ხალხის მონაწილება არ არის აუცილებელი და გადაწყვეტილებების მიღება რამდენიმე სანდო და მცოდნე ლიდერის ხელშია“ - ნაციონალური მოძრაობის 53.1%, ხოლო ივანიშვილი გუნდის მხარდამჭერთა 33.3% ეთანხმება. „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ნებისმიერ ინდივიდსა და ორგანიზაციას აქვს უფლება, მოაწყოს სახელმწიფოს ნებისმიერი ინიციატივის საწინააღმდეგო აქცია?“ - აღნიშნულს ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის 40.1% და ივანიშვილის მხარდამჭერთა 55%. „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მრწამსი აქვს, უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა?“- ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის 82.5% და ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერთა 86.6%. „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ კანონი უნდა დარღვიოს ზოგჯერ იმისთვის, რომ ბოროტმოქმედი დააკავოს?“ - ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის 59.4% და ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერთა - 44.3 %. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გამოკითხვა ჩატარდა 2011 წლის ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე საქართველოს ყველა რეგიონში. შერჩევა ჩატარდა შემთხვევითი მეთოდის მეშვეობით. გამოიკითხნენ 18-24 წლის, 40-50 წლისა და 60-70 წლის მოქალაქეები პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, სულ 1058 ადამიანი. კითხვარი შედგებოდა 102 შეკითხვისგან. პროექტი განხორციელდა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts