Jump to content
Planeta.Ge

რა არის თქვენთვის თავისუფლება და რათ გინდათ ის?


Recommended Posts

Siknadmo

 

ზოგჯერ კი, ზოგჯერ არა

 

რა არის რომ?

შენს თავს თვლი თავისუფალ ადამიანად? ან ადამიანად ვინც ცდილობ იყო თავისუფალი, ან თუნაც იფიქრო, გქონდეს შენი მსოფლმხედველობა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

შენს თავს თვლი თავისუფალ ადამიანად?

არა, იმიტომ რომ არ ვიცი ამ სისტემაში, რა არის თავისუფლება..

ან ადამიანად ვინც ცდილობ იყო თავისუფალი, ან თუნაც იფიქრო, გქონდეს შენი მსოფლმხედველობა?

რა მინდა ეს ერთია, მეორეა რომ ვერ ვიქნები ვიყო თავისუფალი, რადგან თავისუფლება ამ სისტემაში არ არსებობს, ხოლო მსოფლმხედველობა კი ჩემი არ არის.

 

დღეს ნიცშეც აღარ არის ნიცშეანური

არც მარქსია მარსისტული

არც კანტია კანტიანური

 

ყველაფერი ეს გარდაიქმნა კომერციად და რაც მე ვხვდები, რომ ჩემი მსოფლმხედველობა რომელიც დამყარებული იყო სხვადასხვა მიმდინარეობებზე, იმდენადაა უძლური დღევანდელ სისტემისადმი (მომხმარებლურ ფილოსოფიისადმი), რომ დავიწყო ჩემი მსოფლმხედველობით ბრძოლა ან რომ მივიღო რომელიმე მსოფლმხედველობაც კი, უკვე მომხმარებლურ სისტემის ნაწილი ვხვდები..

 

მე ჩიხს ადამიანის ჩიხს ვხედავ ამ სისტემაში..

 

georgekh13

მარქსის 'კაპიტალი'-ს PDF ფაილი არ გაქვენ?

არა არ მაქვს, მაგრამ მარქსის კაპიტალი რათ გინდა???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

რა მინდა ეს ერთია, მეორეა რომ ვერ ვიქნები ვიყო თავისუფალი, რადგან თავისუფლება ამ სისტემაში არ არსებობს, ხოლო მსოფლმხედველობა კი ჩემი არ არის.

 

დღეს ნიცშეც აღარ არის ნიცშეანური

არც მარქსია მარსისტული

არც კანტია კანტიანური

 

ყველაფერი ეს გარდაიქმნა კომერციად და რაც მე ვხვდები, რომ ჩემი მსოფლმხედველობა რომელიც დამყარებული იყო სხვადასხვა მიმდინარეობებზე, იმდენადაა უძლური დღევანდელ სისტემისადმი (მომხმარებლურ ფილოსოფიისადმი), რომ დავიწყო ჩემი მსოფლმხედველობით ბრძოლა ან რომ მივიღო რომელიმე მსოფლმხედველობაც კი, უკვე მომხმარებლურ სისტემის ნაწილი ვხვდები..

 

მე ჩიხს ადამიანის ჩიხს ვხედავ ამ სისტემაში..

რავი, თავისუფლება შინაგანი მდგომარეობაა, ჩემის აზრით, ვერანაირი სისტემა მაგას ვერ შეზღუდავს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რავი, თავისუფლება შინაგანი მდგომარეობაა, ჩემის აზრით, ვერანაირი სისტემა მაგას ვერ შეზღუდავს

რას ნიშნავს ეს შინაგანი მდგომარეობა, როცა არ იცი სად იწყება შენი აზრი და სად არის ქვეცნობიერად ჩაპროგრამებული აზრი, რომელიც არც კი იცი რომ ჩაპროგრამებულია..

 

 

"გავლენის ფსიქოლოგია", "რეკლამის ფსიქოლოგია" და სხვა წაიკითხე და გაიგებ რასაც ვგულისხმობ...

 

 

მე არ ვიცი ჩემი აზრი, მართლა ჩემი აზრია თუ არა..

 

შესაბამისად შინაგანი მდგომარეობა არის აზრის თავისუფლება, ხოლო მაგიტომ ვამბობ, რომ საბჭოთა კავშირში აზრის თავისუფლება შესაძლებელი იყო, ეხლა არა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არის თქვენთვის თავისუფლება

 

შენი თავი შენადვე გეკუთნოდეს@ილია.

რათ გინდათ ის?

იმიტომ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რასაც ფიქრობ იმას რომ ამბობ ხმამაღლა და რასაც გინდა იმას რომ აკეთებ,კანონის ფარგლებში. :)

 

 

ეგრე ვცხოვრობ დღეს და ეგრე იცხოვრებს ჩემი შვილიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

რას ნიშნავს ეს შინაგანი მდგომარეობა, როცა არ იცი სად იწყება შენი აზრი და სად არის ქვეცნობიერად ჩაპროგრამებული აზრი, რომელიც არც კი იცი რომ ჩაპროგრამებულია..

 

 

"გავლენის ფსიქოლოგია", "რეკლამის ფსიქოლოგია" და სხვა წაიკითხე და გაიგებ რასაც ვგულისხმობ...

 

 

მე არ ვიცი ჩემი აზრი, მართლა ჩემი აზრია თუ არა..

 

შესაბამისად შინაგანი მდგომარეობა არის აზრის თავისუფლება, ხოლო მაგიტომ ვამბობ, რომ საბჭოთა კავშირში აზრის თავისუფლება შესაძლებელი იყო, ეხლა არა...

თუკი გსურს გააკრვიო რა არის შენი აზრი და რა არის თავსმოხვეული შესაბამისად საკუთარი თავი უნდა შეიცნო, ყველა შემთხვევაში ადამიანი ინფორმაციას იღებს გარე სამყაროსგან,

მთავარია ადამიანმა დაინახოს ის რეალობა, ადეკვატურად აღიქვას რაც მის ირგვლივა აქვს და ჰქონდეს მოტივი

შეცვალოს თავისი მდგომარეობა.

ადამიანები თავად აძლევენ ვიღაც ვიღაცეებს იმის უფლებას რომ დაზომბირდნენ, მათ აწყობთ

ასეთი ცხოვრება, იგივე ეგ. წოდებული მომხმარებულური საზოგადოება რითია ცუდი,

იკვებება, განათლების მიღების შესაძლებლობაცა აქვს, უხდიან ფულს რომ შეიძინოს სხვადასხვა ნი

ვთები,

რა არის ამაში ცუდი, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში მაქსიმალურად მიღწეული სოც. სამართლიანობა

ნორვეგია , ფინეთი, ჰოლანდია, რა აკლია იქ ადამიანს სრული ბედნიერებისთვის

 

ვთქვათ ხარ ნორვეგიის, ფინეთის ან თუნდაც ავსტრალიის მოქალაქე, რა მოტივი უნდა გამოძრავებდეს იმის რომ რამე შეცვალო

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

თუკი გსურს გააკრვიო რა არის შენი აზრი და რა არის თავსმოხვეული შესაბამისად საკუთარი თავი უნდა შეიცნო, ყველა შემთხვევაში ადამიანი ინფორმაციას იღებს გარე სამყაროსგან,

მთავარია ადამიანმა დაინახოს ის რეალობა, ადეკვატურად აღიქვას რაც მის ირგვლივა აქვს და ჰქონდეს მოტივი

შეცვალოს თავისი მდგომარეობა.

 

ეს ილუზიაა...

ადამიანები თავად აძლევენ ვიღაც ვიღაცეებს იმის უფლებას რომ დაზომბირდნენ, მათ აწყობთ

ასეთი ცხოვრება, იგივე ეგ. წოდებული მომხმარებულური საზოგადოება რითია ცუდი,

იკვებება, განათლების მიღების შესაძლებლობაცა აქვს, უხდიან ფულს რომ შეიძინოს სხვადასხვა ნი

ვთები,

რა არის ამაში ცუდი, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში მაქსიმალურად მიღწეული სოც. სამართლიანობა

ნორვეგია , ფინეთი, ჰოლანდია, რა აკლია იქ ადამიანს სრული ბედნიერებისთვის

 

ვთქვათ ხარ ნორვეგიის, ფინეთის ან თუნდაც ავსტრალიის მოქალაქე, რა მოტივი უნდა გამოძრავებდეს იმის რომ რამე შეცვალო

არანაირი შეცვლის მოტივი არც ეხლა ქართველი რომ ვარ (სისტემურ ცვლილებებზე მაქვს ლაპარაკი) არ გამაჩნია და არც იმ შემთხვევაში მექნება ნორვეგიელი რომ ვიყო..

 

ცვლილება შეიძლება მხოლოდ საკუთარი პირადი ცხოვრების ამ სისტემაში, ესაა და ეს...

 

იცი რატომ? იმიტომ რომ ალტერნატიული სისტემა აღარ არსებობს. აღარ აქვს მნიშვნელობა მემარჯვენეები მოვლენ სათავეში თუ მემარცხენეები, ორივე ერთნაირ პოლიტიკას გაატარებენ, იმიტომ რომ ეს უკვე მათზე აღარ იქნება დამოკიდებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადლობა, მარა, მე მაგას მტრის/დამპყრობლის ენაზე ვერ წავიკითხავ...

:)

 

კარქი, ვიყიდი დღეს ორიგინალში და რომ ვისწავლი გერმანულს, მერე მივხედავ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

რათ გინდათ ის?

მე მგონი, სრულ უმრავლესობას მიგვაჩნია რომ თავისუფლბაზე გადის ბედნიერებისკენ (ერთადერთი)გზა და მაგიტომ გვინდა ეგ "თავისუფლება".

 

რა არის თქვენთვის თავისუფლება

 

ჩემის აზრით უფრო ძირეული კითხვა შემდეგში მდგომარებს: რა არის ბედნიერება? და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ხალხის უდიდესი ნაწილი "გასაბედნიერებლად"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

მე მგონი, სრულ უმრავლესობას მიგვაჩნია რომ თავისუფლბაზე გადის ბედნიერებისკენ (ერთადერთი)გზა და მაგიტომ გვინდა ეგ "თავისუფლება".

 

და ბედნიერი როდისაა ადამიანი - ბავშვობაში (როდესაც მშობელზეა დამოკიდებული) თუ უკვე დამოუკიდებელი ადამიანი როცა ხდება?

 

რა თქმა უნდა ერთადერთი რეალური ბედნიერება ბავშვობაა და ის არა თავისუფლებაზე, არამედ არათავისუფლებაზე მაგრამ უპასუხისმგებლობაზე გადის..

და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ხალხის უდიდესი ნაწილი "გასაბედნიერებლად"

ვერაფერს ვერ გააკეთებს სახელმწიფო, ადამიანთა გასაბედნიერებლად - ეს არის ისეთივე ილუზია როგორც უამრავი სხვა პოლიტიკური ილუზიები.

პირიქით სახელმწიფო იმისთვისაა შექმნილი რომ არ გააბედნიეროს ადამიანი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ხალხი მაშინ გრძნობს ბედნიერად თავს როდესაც კმაყოფილია

სახელმწიფო მაშინ გააბედნიერებს ხალხს როდესაც მატ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს

ადამიანთა ძირითადი მოთხოვნილებები აბრაამ მასლოუმ ასე ჩამოაყალიბა:

1. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები

2. უსაფრთხოება

3. სოციალური – მეგობრობა, თანამშრომლობა, სიყვარული

4. დაფასება სხვების მიერ

5. თვითრეალიზაცია

 

თუკისახლემწიფო შეძლებს ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მაშინ ხალხი ჩათვლის რომ ბედნიერები არიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...