Nukriko Posted February 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2012 რა არის თქვენთვის თავისუფლება და რათ გინდათ ის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 თავისუფალი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი ადამიანი რომელმაც იცის თუ ვინაა, ანუ შეცნობილი ჰყავს საკუთარი თავი,წინააღმდეგ შემთხვევაში მის თავში დომხალია,თუკი ადამიანს არა აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული მიზანი ცხოვრებაში ის აქეთ იქით იხტუვანებს და ხან რას ჩათვლის თავისუფლებად ხან რას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted February 15, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 თავისუფალი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი ადამიანი რომელმაც იცის თუ ვინამე არ მიკითხავს როგორი ადამიანი შეიძლება იყოს თავისუფალი, მე ვიკითხე რა არის თქვენთვის თავისუფლებათქო პირველ რიგში სახელმწიფოსგან რა თავისუფლებას მოითხოვთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 მე არ მიკითხავს როგორი ადამიანი შეიძლება იყოს თავისუფალი, მე ვიკითხე რა არის თქვენთვის თავისუფლებათქო პირველ რიგში სახელმწიფოსგან რა თავისუფლებას მოითხოვთ?სახელმწიფოსგან თავისუფლებას კი არა გარკვეული უფლების შეზღუდვისგან განთავისუფლებას შეიძლება მოვითხოვდე,ეხლა რაც ზოგადად მსოფლიოში აღიარებული უფლებებია,სიტყვის, პრესის, შეკრებების, მანიფესტაციების, სინდისის თავისუფლება, ამ მხრივ მე პირადად პრობლემა არა მაქვს,ერთადერთი რასაც ვისურვებდი არჩევნების თავისუფლებაა, სხვა არაფერი მომდის თავში,ხო, კიდევ, თვითმართველობა,ამ მხრივ მოსხლეობს აზრი გასათვალისინწინებელია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 რა არის თქვენთვის თავისუფლება და რათ გინდათ ის?მე თავისუფლება მინდა, რომ მსოფლიო პროლეტარიატის უფლებებისთვის ვიბრძოლო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 Nukrikoსრული თავისუფლებისთვის მე მაკლია ღია საზღრები სახელმწიფოთა შორის კაკ მინიმუმ... უჰ, რა ჩამოთვლის კიდო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted February 15, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 Anima LiberaSiknadmo მე მაქვს თეორია, რომელიც აგებულია თანამედროვე საქართველოზე საბჭოთა კავშირში იყო მოქმედების თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ მისი სტრუქტურები, ვერ ახერხებდნენ აზრის თავისუფლების შეზღუდვას როდესაც გაქრა საბჭოთა სისტემა, ადამიანებმა თვითნებურად გახდნენ ისეთი ადამიანები, რომელსაც მამარდაშვილი ჰომო-სოვეტიკოს უწოდებდა.. ანუ ადამიანები თავისუფლების პირობებში, თვითნებურად გახდნენ კომკავშირლები, პარტიულები და ა.შ ამის ნათელი გამოვლინება არის ნაციონალური მოძრაობა და მისი ოპოზიცია, თვითმართველობები და ა.შ ეს არ არის საბჭოთა მემკვიდრეობა, ესაა უკვე სხვა რამ, მუტაციაა. ამიტომ ვამბობ, რომ თავისუფლება დაკარგა თავისი სუბსტანცია, რადგან თავისუფლების დაშვებით (აზრის თავისუფლებას ვგულისხმობ), იქმნება ისეთი სისტემა რომელიც გამორიცხავს აზრის თავისუფლებას.. თავისუფლება დღეს გამორიცხავს თავისუფლებას... აი სწორედ აქეთკენ მივედით.. რელიგიას და ათეიზმს რაც შეეხება, ზუსტად იგივე დასკვნამდე მივედი, უკვე აღარანაირი აზრი აღარ აქვს ადამიანი ათეისტია თუ თეისტი - ორივეს თავის შინაარსი დაკარგული აქვს.. ადამიანის თავისუფლებამ გამოიწვია მისი შეზღუდვა.. აი ეს მოვლენები რატომ მოხდა 20-ე და 21-ე საუკუნეში, ეს არ ვიცი. ალბათ თავისებური კულტურის, ტექნოლოგიების, ეკონომიკის და ა.შ უკუშედეგია ეს, მაგრამ ფაქტია რომ თავისუფლების დაშვებით, ჩვენ ვერ ვიღებთ თავისუფლებას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 (edited) Nukrikoიზვინი და დასავლეთში, მოკლედ იქ სადაც არ იყო კომ. რეჟიმი ხალხი თავისუფალია?ანუ, ამერიკელი ჩემზე თავისუფალია? (ზოგადად)სახელმწიფო და საზოგადოება ვერ განსაზღვრავს ბოლომდე ჩემს პიროვნებას,მე შესაძლოა არ წავიდე დინების წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც ყველა იტყვის თეტრზე შავს, მე შესაძლოა დავადასტურო და ვთქვა კი თქვე ჩემისებო თეთრი შავია, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ თეთრი თეთრია და ადრე თუ გვიანი ვიტყვი რომ თეთრი ტეტრია და იმას ვინც ტყუილის პროპაგანდას ეწევა მაინც მოვთხოვ, შეძლებისდაგვარად პასუხს,მე არ ვარ მხოლოდ სახელმწიფოს და საზოგადოების პროდუქტი, სხვისი არ ვიცივარ მე, ინდივიდი, მე მაქვს ჩემი ცნობიერება, იმისდა მიუხედავად როგორ გარემოში გავიზარდე მე Edited February 15, 2012 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted February 15, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 Siknadmo იზვინი და დასავლეთში, მოკლედ იქ სადაც არ იყო კომ. რეჟიმი ხალხი თავისუფალია?არა, ხალხი არაა თავისუფალი..მათი აზრები - სინამდვილეში სისტემის მიერ შექმნილი აზროვნებაა.. აზრის დონეზე დასავლეთში უფრო მეტი ადამიანია თავისუფალი - იმიტომ რომ განათლების დონე იქ უფრო მაღალია..ანუ, ამერიკელი ჩემზე თავისუფალია? (ზოგადად)გააჩნია ამერიკელს მე არ ვარ მხოლოდ სახელმწიფოს და საზოგადოების პროდუქტი, სხვისი არ ვიცი აბა რა აზროვნების პროდუქტი ხარ? ვარ მე, ინდივიდი, მე მაქვს ჩემი ცნობიერება, იმისდა მიუხედავად როგორ გარემოში გავიზარდე მე ინდივიდუალიზმი ერთ-ერთი სულელური ფილოსოფიური სწავლებაა, იმიტომ რომ თავის არსით ადამიანი ინდივიდუალისტი ვერ იქნება - ის ისაა, როგორაც აღიქვავენ და აღიქვავს თავს (ეს ორი ერთმანეთზე გადაჯაჭუია) თუმცა მე ფილოსოფიური თემა არ მინდა რომ გამომივიდეს.. მაგალითად დავუშვით თავისუფალი სიტყვა - რას მოგვცემს ეს თავისუფლება? ავიღოთ რუსთავი 2 - იყო ხომ შევარდნაძის დროს თავისუფალი სიტყვა და რა მოგვცა ამან? გააპიარა დიქტატორი და დიქტატორის იარაღი გახდა. ანუ თავისუფლებამ შექმნა ტირანია.. ზომიერი ტირანიის პირობებში უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე თავისუფლების დაშვების პირობებში, იმიტომ რომ ეს თავისუფლება ჩვენს დამონებას ემსახურება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 Nukrikoჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის პირველ სისტემაში რომლის წინაშე თვით თავისუფლებაც კი უძლურიადაუმორჩლებლობაც კი მორჩილების ფორმა გახდაადამიანის ფსიქიკა ისეთნაირადაა მოწყობილი რომ იგი მიდრეკილია მოექცეს სხვისი გავლენის ქვეშ(დაემორჩილოს მას) რაც შეეხება პოლიტიკურ თავისუფლებას, კერძოდ საქართველოში, მთავარი გამოხატვისა და აზრის თავისუფლება კი არა ნორმალური სისტემის შექმნაა რომელიც სზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული იქნება, შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს გუნდი რომელიც არ შეზღუდავს არავის თავისუფლებასა და აზროვნებას, მაგრამ ეს ხელისუფლება იყოს უუნარო იმისათვის რომ დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნილებები. ასეთ შემთხვევაში ადვილად შესაძლებელია რომ არსებული ხელისუფლება შეიცვალოს უფრო ცუდი ან მსგავსი ხელისუფლებით, საბოლოოდ კი მივიღებთ ქაოსსადამიანს შეიზლება რარაც მოსწონდეს ან არ მოსწონდეს თუმცა ეს ა ნიშნავს რომ მე ყველაფრის უკეტესად გაკეთება ძალმიძს რასაც ვაპროტესტებ და არ შემიძლია, თუმცა მაქვს სურვილი რომ ის რაც არ მომწონს შეიცვალოს ამიტომ ხელისუფლებამ ყველას აზრი უნდა გაითვალისწინოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 Nukrikoარა, ხალხი არაა თავისუფალი..მათი აზრები - სინამდვილეში სისტემის მიერ შექმნილი აზროვნებაა.. კარგი ხარ ნუკრი კარგი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted February 15, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 gendolfარა ბეგბედერის ამბავი აქ არ არის.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 Nukrikoპოლიტიკური კუთხიტ დავწერე ქვემოთ ფილოსოფიაში გახსენი მერე იგივე, კაი თემაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2012 (edited) Nukrikoარა, ხალხი არაა თავისუფალი..მათი აზრები - სინამდვილეში სისტემის მიერ შექმნილი აზროვნებაა.. აზრის დონეზე დასავლეთში უფრო მეტი ადამიანია თავისუფალი - იმიტომ რომ განათლების დონე იქ უფრო მაღალია..ის რომ ოჯახი, მასმედია, ზოგადად გარემო მოქმედებს ადამიანზე ამის უარყოფა სისულელეა, თანამედროვე ადამიანსაქვს ინფორმაციის მიღების პრაქტიკულად უშრეტი წყარო,ისიც უდავოა რომ ხდება საზოგადოების აზროვნების მანიპულირება, მაგრამ თუკი ადამიანს აქვს სურვილი ის იპოვის მისთვისსასურველ ინფორმაციას და შესაბამის ანალიზსაც გააკეთებს,ადამიანთა უდიდესი ნაწილი მთელს მსოფლლიოში საზოგადოებაში გაბატონებული ფენის მიერ დადგენილი ნორმებით აზროვნებს,თუკი ეს ვერ ხერხდება, მაშინ საზოგადოების გარკვეული ფენები თავად ადგენენ არასახელმწიფოებრივმარგინალურ წესებსმაგრამ არსებობს გამონაკლისი, ყველგან, ყველანაირ საზოგადოებაში, როდესაც ადამიანი არც ოფიცალურ ნორმებს და არც მარგინალურ წესებს არ იღებსრაც უფრო ჭკვიანია მმართველი ელიტა მით უფრო ახერხებს ის საზოგადოების მანიპულირებას,როდესაც ელიტა ამას ვერ ახერხებს იმ საზოგადოებაში ხდება რევოლუცია ან საზოგადოების უდიდესი ნაწილის მარგინალიზირებ Edited February 17, 2012 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted February 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2012 ნუკრიკო, შენ იმდენს იზამ, მარქსს წამაკითხებ რა ამოიკითხე ისეთი იქ, რომ გადაგვრიე ხალხი პს. დასავლეთში არ არის ხალხი თავისუფალი, ადამიანი დასავლეთში არის სისტემის შექმნილი მენტალიტეტით და აღმოსავლეთში კი თავისუფალია... განსაკუთრებით, ბოლშევიკური, მარქსისტული მოძღვრება უწყობს ხელს ადამიანის თავისუფლებას...აპა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.