Jump to content
Planeta.Ge

ერორი- პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/59977.jpgსაგაზაფხულო სესია დღეს პარლამენტში საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტარებმა რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს, მათ შორის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. დილიდან პარლამენტში ხმამაღალი განცხადებებიც გაკეთდა ბათუმში მეჩეთის მშენებლობასა და ოშკისა და იშხნის მდგომარეობის შესახებ.

 

ამ საკითხს დღეს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებებში აუცილებლად უნდა ჩაერთოს იუნესკო და საქართველოს საპატრიარქო. უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს, რომ ამ საკითხში ჩართულია ყველა მხარე და ინფორმირებულია საზოგადოებაც.

 

`ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ, როგორც საპატრიარქო, ისე ქართველი საზოგადოება ინფორმირებული იყო ამ პროცესის შესახებ. ქართული ტაძრების აღდგენის დაბლოკვას მე შევადარებდი იმას, რომ თქვენ ულტიმატუმი წაუყენეთ ოშკს, ხანძთას და სწორედ იმის გამო, რომ მუდმივად ხდებოდა ამ პროცესის ბლოკირება, დღეს ხანძთის გუმბათის კოლაფსი უკვე მომხდარია. რომელი თქვენგანი აგებს პასუხს იმაზე, რომ ხვალ იგივე ბედი გაიზიაროს იშხანმა და სხვა ქართულმა ძეგლებმა თურქეთში,`- განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

 

გოკა გაბაშვილის თქმით კი ქართველი საზოგადოების ვალდებულებაა იზრუნოს ნებისმიერი კულტურული ძეგლის გადარჩენაზე, იქნება ეს მეჩეთი, თუ ქრისტიანული ძეგლი.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...