Jump to content
Planeta.Ge

ერორი- პრეზიდენტმა დმანისში ახალი საავადმყოფო დაათვალიერა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/59981.jpg

 

დმანისში ახალი საავადმყოფო გაიხსნა. მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება სადაზღვევო კომპანია `აისი ჯგუფმა` ააშენა და პროექტში 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ახალი საავადმყოფო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა. ის უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი და პაციენტებს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას სთავაზობს. საავადმყოფო 20-საწოლიანია და ის სრულად დააკმაყოფილებს დმანისის მუნიციპალიტეტის მოთხოვნებს.

 

კლინიკა დეკემბერში გაიხსნა. ამ პერიოდში მან 975 პაციენტი მიიღო და აქ 29 ბავშვი დაიბადა. ადგილობრივ მცხოვრებლებს 80 კვალიფიციური სპეციალისტი ემსახურება.

 

მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობასაც გაესაუბრა და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა მედიცინის დოქტორი, ცნობილი კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე.

 

დაჯილდოების ცერემონია დმანისის ახლად გახსნილ საავადმყოფოში გაიმართა.

 

 

 

სააკაშვილმა გულიკო ჩაფიძეს მადლობა გადაუხადა სამედიცინო სფეროში გაწეული ხანგრძლივი ღვაწლისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...