planetanews Posted February 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59982.jpg`ქართული ოცნების` ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის კუთვნილი ტელეკომანია `იგრიკას` წარმომადგენლები ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკის დაზიანებაში ბათუმის საბაჟოს ადანაშაულებენ. `იგრიკაში` ამტკიცებენ, რომ მოძრავი სატელიტური სადგური ერთი კვირის წინ ჩამოვიდა ლიტვიდან და ბათუმის პორტში ის რამდენიმე საათით გააჩერეს, რის შემდეგაც მოწყობილობა მთლიანად დაზიანებული დახვდათ. `ჩამოსული არის გამყიდველი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც ევალებოდა გაეტესტა ეს მოწყობილობა და ჩაებარებინა ჩვენთვის. ამ პროცესს ესწრებოდა SGS კომპანიის თურქეთის ბიუროს ხელმძღვანელი. აღმოჩნდა, რომ ტვირთი არის დაზიანებული,`- განაცხადა ტელეკომპანია `იგრიკას` წარმომადგენელმა ვლადიმერ ხუნდაძემ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts