planetanews Posted February 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2012 ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ირანელი ოპოზიციის წარმომადგენლების ერთწლიან შინაპატიმრობაზე განცხადება გააკეთა. “ერთი წლის წინ ირანის ოპოზიციის ლიდერებს– მეჰდი კარუბს, მირ ჰოსეინ მუსავს და მისი მეუღლე ზაჰრა რაჰნავარდს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ეს პროცესი სამართლიანობისა და ირანის საერთაშორისო ვალდებულებების, პატივი სცეს მისი ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს, დარღვევით მოხდა. მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთგზის მოწოდებებისა, მათ შეზღუდული აქვთ ვიზიტები თავიანთ ოჯახის წევრებთანაც კი. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირანის ხელისუფლებას, მიანიჭოს მათ თავისუფლად გადაადგილების უფლება, რისი უფლება მათ ისედაც აქვთ “, - განაცხადა კეტრინ ეშტონმა. მანამდე კი კეტრინ ეშტონის სპიკერმა განცხადება გააკეთა ინდოეთსა და საქართველოში ისრაელის საელჩოს თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით. ეშტონი ძლიერ შეშფოთებას გამოთქვამს და მწუხარება გამოხატა ყველა იმ ადამინის მმიმართ, ვინც დაშავდა. “კეტრინ ეშტონი გმობს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას, იქიდან გამომდინარე, რომ ის გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც არც ერთ შემთხევაში არაა გამართლებული. “–განაცხადა სპიკერმა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts