Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პრემიერ- მინისტრს მინისტრებმა გზებისა და ელექტრომომარაგების კუთხით არსებული ვითარება გააცნეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/gilauri2-300x213.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს მინისტრებმა საქართველოს მასშტაბით გზებისა და ელექტრომომარაგების კუთხით არსებული ვითარება გააცნეს.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ნიკა გილაურმა აღნიშნა, სინოპტიკოსების პროგნოზით, ორ-სამ დღეში ამინდი ისევ გაუარესდება  და ოპერატიული სამუშაოები იქნება გასაგრძელებელი.

საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობა პრემიერ-მინისტრს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გააცნო.

როგორც მინისტრმა  აღნიშნა, საგზაო დეპარტამენტს მძიმე კვირა ჰქონდა. განსაკუთრებული პრობლემები იყო კობი-გუდაურისა და ახალქალაქის მიმართულებით, თუმცა 24-საათიან რეჟიმში მუშაობის შედეგად პრობლემები  რამდენიმე საათში გვარდებოდა.

“520 ერთეული ტექნიკა დავამატეთ და ცენტრალურ მაგისტრალებზე შეფერხებები არ გვქონია. კობი-გუდაურის მიმართულება იკეტებოდა მხოლოდ მაშინ, როცა სინოპტიკოსები ზვავსაშიშროების გამო თოვლწმენდითი სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ გვაძლევდნენ. დავამუშავეთ პროგრამა, რომელიც დამატებითი ტექნიკის შეძენის საშუალებას მოგვცემს და მომავალში ამ მიმართულებით უფრო ეფექტურები ვიქნებით”, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრმა საგზაო დეპარტამენტს კობი-გუდაურის და სამცხე-ჯავახეთის პრობლემურ მიმართულებებზე დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაავალა.

ნიკა გილაურმა  ელექტრომომარაგების მხრივ ინფორმაცია ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურისგან მოისმინა.

როგორც ხეთაგურმა აღნიშნა,ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ,  პრობლემური მონაკვეთები იყო მაღალმთიანი აჭარა, წალენჯიხის რაიონი და მესტიის რამდენიმე სოფელი.

 

“ამ დროისთვის თითქმის სრული დატვირთვით ჩართული გვაქვს ყველა რეგიონი და საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 3000-მდე აბონენტია გათიშული, რაც აბონენტთა 0.2 პროცენტია. შესაძლო პრობლემების შემთხვევაში, მობილიზებული ვართ  24-საათიან რეჟიმში მუშაობის გასაგრძელებლად”, – აღნიშნა ხეთაგურმა.

 

პრემიერ-მინისტრმა მინისტრებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოებისათვის და აღნიშნა, რომ რადგან ზამთარი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული მათ საგანგებო რეჟიმში მუშაობის გაგრძელება კიდევ მუოწევთ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...