planetanews Posted February 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/bidzina62-300x199.jpgExclusive- ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფში, ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე უფლებადამცევლი მანანა კობახიძე და გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია იქნებიან. როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, სამივე მათგანთან კონსულტაციები დასრულებულია და გადაწყვეტილება მიღებულია. რამნდენიმე დღის, წინ ელისო ჩაფიძე საჯაროდ აცხადებდა, რომ პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით ორჭოფობდა, თუმცა მასთან კონსულტაციები გვიან ღამით დასრულდა და იგი ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფში იქნება. ბიზნესმენის ადვოკატი მანანა კობახიძე ადამიანის უფლებათა დაცვითი კუთხით იმუშავებს. „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნული ფაქტი კობახიძემ დაადასტურა. გოგლა ჟვანიასთან ერთად ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფში, შესაძლოა ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე–ჟვანიაც ვიხილოთ.როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი 15 თებერვალს, 12:00 საათზე, პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრებს წარადგენს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts