planetanews Posted February 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/sia-300x140.jpgამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულ სიაში უზუსტობები აღმოაჩინაამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წარმომადგენლები დღეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდნენ.ღოგორც შეწხვედრის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კომისიამ სახელმწიფო უწყებებიდან 1 თებერვალს მიღებულ სიაში უზუსტობები აღმოაჩინა. “ოთხი უწყებიდან მიღებულ სიაში გარკვეულწილად შეუთავსებელი ინფორმაცია აღმოჩნდა.მაგალითად, დევნილთა სამინისტროს მიერ გარდაცვალებულად გამოცხადებული ადამიანები სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ცოცხლებად იყვნენ მიჩნეულები, ხოლო სამოქალაქო რეესტრში დევნილთა ბაზაში დარეგისტრირებული ზოგიერთი ადამიანი დევნილთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიაში გარდაცვლილად იყო გამოცხადებული. გარდა ამისა, გარკვეულწილად შეუთავსებელი ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიებშიც აღმოჩნდა,”- განაცხდა კაციტაძემ.მისივე ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე კომისიის წევრებმა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს აღმოჩენილ უზუსტობებზე კითხვები დაუსვეს.“შევთანხმდით, რომ აღნიშულ უზუსტობებს უმოკლეს ვადაში გამოასწორებენ და ჩვენ დამატებითი ინფორმაციის სახით გადმოგვიგზავნიან. შემდეგ კი ჩვენს სიასთან შევაჯერებთ და განახლებულ სიას ცესკო-სა და კომისიის ვებგვერდზე განვათავსებთ,” – განაცხადა კაციტაძემ. აღნიშნულ შეხვედრას კომისიის ხელმძღვანელობა სამოქალაქო რეესტრის, სასჯელაღსრულების, იუსტიციის, დევნილთა სამინისტროსა და ცესკო-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts