planetanews Posted February 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/baramidze-g1-300x1991.jpgსახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარალელების გაკეთება გუშინ თბილისში ისრაელის საელჩოსთან მომხდარ ფაქტსა და დელიში მომხდარ აფეთქებას შორის დაუშვებელია. ბარამიძის განცხადებით, განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველი საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ. “კეთდებოდა პარალელები დელიში მომხდარ აფეთქებასთან, თუმცა ეს ორი სხვადასხვა ფაქტია და ამას სპეციალისტები გაარკვევენ. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველი ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ”, – განაცხადა ბარამიძემ. მინისტრის თქმით, ავტომანქანა, რომელშიც ქართველმა სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, ისრაელის საელჩოს არ ეკუთვნოდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ინდოეთში ისრაელის საელჩოს თანამშრომლოს ატომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი დიპლომატის მეუღლე დაიჭრა. თბილისში, კი ისრაელის საელჩოს მძღოლის ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც შსს–მ დრულად გააუვნებელყო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts