planetanews Posted February 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/gwp-300x297.jpgძლიერმა ყინვამ არაგვის ხეობაში, ფოლადის ორი – 1400 მმ-იანი მე-6 და მე-7 მაგისტრალური წყალდენი დააზიანა.ძლიერმა ყინვამ არაგვის ხეობაში, წიწამურში გამავალი ფოლადის ორი – 1400 მმ-იანი მე-6 და მე-7 მაგისტრალური წყალდენი ავარიულად დააზიანა. როგორც “ექსპრესნიუსს” კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, ამის გამო წყლის მიწოდება შეწყვეტილი აქვს: სოფელ გლდანს, “კონიაკისა” და გლდანულას დასახლებებს; სარაჯიშვილის, ჩიქვანაიას, ანდრონიკაშვილის, რევოლუციის, ბიჭვინთისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, გლდანის მასივის IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებსა და თემქის III მ/რაიონს, ზაჰესში `საქჰიდრომშენის~ საცხოვრებელ კორპუსებს; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს. წყალი შეფერხებით მიეწოდება: ნუცუბიძის ფერდობებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ბაგებს; წყნეთს, კიკეთს, ტაბახმელას, კოჯორსა და წავკისს. წყალმომარაგება დაბალი წნევით ხორციელდება: მთაწმინდა-კრწანისის რაიონში. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ წიწამურში, მაგისტრალური წყალდენების დაზიანებული მონაკვეთები რთულად მისადგომ ადგილას მდებარეობს, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია დაზიანების საძიებო სამუშაოები და დაწყებულია წყალდენების რეაბილიტაცია. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის მძიმე და სპეცტექნიკა და საავარიო ბრიგადები. დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია, ერთდროულად, ორივე წყალდენზე მიმდინარეობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეეცდებიან სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულონ და ჩამოთვლილ დასახლებებსა და ქუჩებს წყალმომარაგება ხვალ დილიდან ეტაპობრივად აღუდგინონ.Kომპანიის ინფორმაციით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ბრიგადები, დაზიანების სრულ აღმოფხვრამდე, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts