planetanews Posted February 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59974.jpgპრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე ქვეყანაში უამინდობით გამოწვეულ პრობლემებსა და ამ მხრივ მთავრობის მუშაობაზე ისაუბრა. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს გართულებების თავიდან აცილების მიზნით. მისი თქმით, პრეზიდენტს პირად კონტროლზე აქვს აყვანილი ეს პროცესი იმისთვის, რომ რეგიონებში არ შეფერხდეს გზებზე მოძრაობა და ელექტროენერგიის მიწოდება. ამასთან, პრეზიდენტმა უკვე გასცა ბრძანებულება შესაბამისი სპეცტექნიკის შესაძენად. პრეზიდენტი ასევე მიესალმება თბილისის მერიის ინიციატივას, დედაქალაქში თავშესაფრების გახსნის თაობაზე, სადაც ყინვის პერიოდში უსახლკაროებს მიიღებენ და სათანადო დახმარებას გაუწევენ. მანჯგალაძემ ასევე შეაფასა გუშინ პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა, სადაც ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ შეხვედრებზე და მის კონკრეტულ შედეგებზე. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივას. საუბარი შეეხო ენერგეტიკულ პროექტებს, სოფლის მეურნეობისა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარებას. მანანა მანჯგალაძემ ისიც აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრადიციული მოხსენებით წარდგება პარლამენტის წინაშე, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ დადგენილი არ არის და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პრეზიდენტის მიმართვის შემდგომ ფორმატზე მიმდინარეობს. პარლამენტის წინაშე მიხეილ სააკაშვილის რიგით მერვე წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სავარაუდოდ პოლიტიკური დებატები გაიმართება, რომელსაც პრეზიდენტიც დაესწრება. მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში მის გამოსვლასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე გაიარა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts