planetanews Posted February 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59975.jpgალა ჯიოევა პოლიტიკიდან წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ოპოზიციის ლიდერმა საავადმყოფოში ყოფნისას განაცხადა, სადაც ის თავდასხმისა და ინსულტის გადატანის შემდეგ მკურნალობის კურსს გადის. ჯიოევამ განაცხადა, რომ გადაწყევეტილებას პოლიტიკაში დარჩენის თაობაზე უახლოეს სამ დღეში მიიღებს. `არ მეგონა, რომ პოლიტიკა ასეთი ბინძური საქმეა და რომ ხალხი საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდის,`- განაცხადა ჯიოევამ და არ გამორიცხა, რომ რომელიმე უცხო ქვეყანას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართოს. თუმცა ქვეყანა არ დაუკონკრეტებია. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯიოევა საავადმყოფოში 9 თებერვალს მოხვდა. მის მიერ დანიშნულ ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, მის შტაბბინაში შეიარაღებული პირებმა ჩხრეკა ჩაატარეს და ოპოზიციის ლიდერს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. როგორც თავად ჯიოევა აღნიშნავს, მას თავში კონდახი ჩაარტყეს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts