planetanews Posted February 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59977.jpgსაგაზაფხულო სესია დღეს პარლამენტში საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტარებმა რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს, მათ შორის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. დილიდან პარლამენტში ხმამაღალი განცხადებებიც გაკეთდა ბათუმში მეჩეთის მშენებლობასა და ოშკისა და იშხნის მდგომარეობის შესახებ. ამ საკითხს დღეს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებებში აუცილებლად უნდა ჩაერთოს იუნესკო და საქართველოს საპატრიარქო. უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს, რომ ამ საკითხში ჩართულია ყველა მხარე და ინფორმირებულია საზოგადოებაც. `ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ, როგორც საპატრიარქო, ისე ქართული საზოგადოება იყო ინფორმირებული ამ პროცესის შესახებ. ქართული ტაძრების აღდგენის დაბლოკვას მე შევადარებდი იმას, რომ თქვენ ულტიმატუმი წაუყენეთ ოშკს, ხანძთას და სწორედ იმის გამო, რომ მუდმივად ხდებოდა ამ პროცესის ბლოკირება, დღეს ხანძთის გუმბათის კოლაფსი უკვე მომხდარია. რომელი თქვენგანი აგებს პასუხს იმაზე, რომ ხვალ იგივე ბედი გაიზიაროს იშხანმა და სხვა ქართულმა ძეგლებმა თურქეთში,`- განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა. გოკა გაბაშვილის თქმით კი ქართული საზოგადოების ვალდებულებაა იზრუნოს ნებისმიერი კულტურული ძეგლის გადარჩენაზე, იქნება ეს მეჩეთი, თუ ქრისტიანული ძეგლი. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts