planetanews Posted February 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59981.jpgდმანისში ახალი საავადმყოფო გაიხსნა. მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება სადაზღვევო კომპანია `აისი ჯგუფმა` ააშენა და პროექტში 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ახალი საავადმყოფო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა. ის უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი და პაციენტებს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას სთავაზობს. საავადმყოფო 20-საწოლიანია და ის სრულად დააკმაყოფილებს დმანისის მუნიციპალიტეტის მოთხოვნებს. კლინიკა დეკემბერში გაიხსნა და ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკამ 975 პაციენტი მიიღო და აქ 29 ბავშვი დაიბადა. ადგილობრივ მცხოვრებლებს 80 კვალიფიციური სპეციალისტი ემსახურება. მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობასაც გაესაუბრა და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა მედიცინის დოქტორი, ცნობილი კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე. დაჯილდოების ცერემონია დმანისის ახლად გახსნილ საავადმყოფოში გაიმართა. სააკაშვილმა გულიკო ჩაფიძეს მადლობა გადაუხადა სამედიცინო სფეროში ხანგრძლივი ღვაწლისთვის. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts