planetanews Posted February 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgყინვებთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ ამოქმედებული სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამებით მოსახლეობა უკვე სარგებლობს. დღეს 35 წლის მამაკაცს მერიის სახსრებით ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ყინულზე დაეცა და ნეიროქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ოპერაციის მთლიანი ღირებულება - 4000 ლარი მერიამ გადაიხადა. დღეს პაციენტი დედაქალაქის საციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ მოინახულა. დღესვე გლდანში გახსნილ თავშესაფარში უსახლკარო მამაკაცი გადაიყვანეს. 80 წლის მოხუცი ამ დრომდე ავტოფარეხში ცხოვრობდა და მან არც კი იცოდა, რომ დედაქალაქში თავშესაფრები გაიხსნა. თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მიუსაფართა შესახებ სპეციალურ ცხელ ხაზზე. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts