Jump to content
Planeta.Ge

საქართველო კრიტიკულ ზღვარზე


Recommended Posts

სამართალი 14 თებერვალი, 2012 - 12:28

საქართველო კრიტიკულ ზღვარზე

ანი ჭანკოტაძე

 

 

გაერო

,, საქართველოში ზოგადად არსებული დადებითი ტრაექტორია შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს და მოდერნიზების ფოკუსი ფართოდ გავრცელებული შიშის, დაშინებისა და ფუნდამენტალურ თავისუფლებათა თვითნებური შეზღუდვისაკენ წაიყვანოს."

 

 

 

,,საქართველო იმყოფება კრიტიკულ ზღვარზე, როცა ან შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას გაუმჯობესებისაკენ, ან ქვეყანა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უკან დაიწევს." _ ეს შეფასებები გააკეთა მაინა კიაიმ, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე.

 

მაინა კიაი საქართველოში მედიის და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს 13 თებერვალს ქორთიარდ მარიოტში შეხვდა. მან შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების გარშემო არსებული პრობლემური სფეროები რამდენიმე პუნქტად გამოყო:

 

პოლიტიკური თამაშის უთანასწორო ველი

 

გაეროს მომხსენებელმა ისაუბრა 2011 წლის დეკემბერში მიღებული საკანომდებლო ცვლილებეზე პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელთაც წინ უძღოდათ ცვლილებები საგადასახადო კოდექსში და სააღსრულებლო წაროებათა შესახებ კოდექსში. მაინა კიაის თქმით, ცვლილებების შინაარსი ბუნდოვნად, ორაზროვანი ენით იყო გადმოცემული და ,,მთლიანობაში ახდენს უნდობლობის ატმოსფეროს შექმნას და, ჩანს, საგრძნობლად არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს."

 

კიაიმ ხაზი გაუსვა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა შეზღუდვები დაუწესა ადამიანებს მათი პოლიტიკური აქტივობების გამო, მაშინ, როცა პოლიტიკური გამოხატვისა და გაერთიანების უფლებას სახელმწიფო პატივს უნდა სცემდეს და უზრუნველყოფდეს.

 

განსაკუთრებული ყურადღება მოხსენებაში არასამთავრობო ორგანიზციებისთვისა და სამოქალაქო გაერთიანების წინაშე არსებულ საფრთხეზე გაკეთდა, რამდენადაც, ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობა, თავისი არსიდან გამომდინარე, შესაძლოა პოლიტიკური იყოს. კიაიმ ამის დასასურათებლად ბოლო დღეებში კონტროლის პალატის მიერ ასეთი ორგანიზაციების ფინანსური ანგრიშების გამოთხოვა გაიხსენა. ,,არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნებისმიერ იურუდიულ პირს უნდა გააჩნდეს უფლება, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ კანდიდატს ან მათი რჩეულის პოლიტიკურ შეხედულებას"

 

კიამ გაოცება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ კონტროლის პალატას მტკიცებულებების გარეშე, თავისი შეხედულებებისამებრ მოქმედების საშუალება მიეცა და ამას გარდა, არ არსებობს მკაფიო კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც იღებს ის გადაწყვეტილებას.

 

მოხსენებაში ხაზი გაესვა, რომ მმართველი პარტია გაიგივებული არ უნდა იყოს სახელმწიფოსთან და მას არ უნდა შეეძლოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამკაცრების პირობებში სახელმწიფოს რესურსების მმართველი პარტიის მიერ გამოყენება კიაის სიტყვებით, უსამართლო პოლიტიკურ ველს ქმნის და ,,ხელს უწყობს ერთ პარტიას სხვების ხარჯზე".

 

პროფესიული კავშირების შექმნის უფლება

 

გაეროს წარმომადგენელმა პროფკავშირებისთვის შექმნილ მძიმე პირობებზე და საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებული ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების სამსახურიდან გათავისუფლებაზეც ისაუბრა. ხაზი გაუსვა მასწავლებლების მდგომარეობას, რომლებიც სამსახურებში ხანმოკლე კონტრაქტებით არიან აყვანილი და კანონი მათ არ იცავს, როგორც საჯარო მოსამსახურეებს. შეეხო ასევე პროფკავშირული ნიშნით დასაქმებულთა დევნასა და დისკრიმინაციასაც, რომლის მაგალითადაც გაეროს მომხსენებელმა ქუთაისში ჰერკულესის მუშების გაფიცვა გაიხსენა, რომელიც პოლიციამ დაშალა, ხოლო გაფიცული მუშები პროფკავშირის წევრობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

 

,,საქართველოს შრომის სამართალი დასაქმებულის იოლად გათავისუფლების საშუალებას იძლევა მიზეზის დასაბუთების გარეშე მინიმალური ერთი თვის ხელფასის კომპენსირებით. ამ ლეგალურ რეჟიმს შეუძლია შეაფერხოს პროფესიული კავშირების შექმნისა და მოქმედების თავისუფლება" _ განაცხადა კიაიმ და აქცენტი ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე გააკეთა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთავრობის მთავარი მიზანი სახარბიელო საინვესტიციო გარემოს შექმნაა.

 

მშვიდობიანი შეკრებების შეზღუდვა

 

საკანონმდებლო გარემოს აღწერისას კიაიმ პირველ რიგში ის შეზღუდვები ახსენა, რომელებიც ვარდების რევოლუციის შემდეგ გაჩნდა. რევოლუციის დროს მოძრაობაც გადაკეტეს და დაწესებულებების მუშაობასაც ეშლებოდა ხელი. მაშინ არც 20 მეტრიანი დისტანციის დაცვის მოთხოვნა არსებობდა აქციებისა და მანიფესტაციების დროს. მისი თქმით, სხვადასხვა დაწესებულებებისათვის ამგვარი დისკომფორტის შექმნა შეკრების თავისუფლების ნაწილია და მნიშვნელოვანია რომ დაცული იყოს. ,,ვშიშობ, რომ აღნიშნული შეზღუდვები შემოიღეს იმისთვის, რომ ხელი შეეშალოს მოქალაქეებს, მშვიდობიანი პროტესტის გზით გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები. კიაის თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკური ვითარების შემთხვევაშიც კი, მოსახლეობის მიერ საპროტესტო აქციებით უკმაყოფილების გამოხატვის შეზღუდვა გამუდმებულად ვერ აიხსნება მეზობელი მტრული სახელმწიფოს ინტერესებით.

 

 

 

2011 წლის 26 მაისი

 

გაეროს მომხსენებელის აზრით, საჭიროა ახალი დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საგამოძიებო კომისიის შექმნა 26 მაისი მოვლენების გამოსაძიებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობაში მთავრობის დაუსჯელობისა და მისადმი უკმაყოფილების განცდა გაბატონდება. კიაიმ მოვლენები საკმაოდ მკვეთრად შეაფასა და თქვა, რომ მთავრობის რეაქცია აშკარად არაპროპორციული იყო და საპროტესტო აქციის მონაწილეებს უმოწყალოდ სცემდნენ: ,,ყოველივე ეს ბადებს ეჭვს, რომ მიზანი იყო არა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშლა, არამედ მათი დასჯა და საზოგადოებაში შიშის დანერგვა".

 

ამას გარდა, მან შეშფოთება გამოთქვა ადმინისტრაციული პატიმრობის შინაარსისა და ამ ზომის ბოროტად გამოყენებისა და იმის გამო, რომ 26 მაისი ღამის შემთხვევების განხილვისას მთავარ მტკიცებულებად პოლიციელების ჩვენებებს მიიჩნევდნენ. ,,ერთობ შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია აშკარად არ არსებობს და, ძირითადად, მნიშვნელობა ენიჭება პოლიციისაგან მიღებულ ჩვენებებს."- განაცხადა კიაიმ.

 

საბოლოოდ, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასა, როგორც მთავრობის მცდელობა, დააშინოს მოსახლეობა და მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე ზეგავლენის მოსახდენად არ გამოიყენონ თავიანთი ფუნდამენტური უფლებები, შეკრებისა და გაერთიანების უფლება,

 

საბოლოო ანგარიშს მაინა კიაი გაეროში 2012 წლის ივნისში წარადგენს.

http://liberali.ge/statia/ani-chankotadze/sakartvel

 

ვინმემ თუ არ გვითხრა გარედან ჩვენით ვერ ვხვდებით თუ როგორაა ამ ქვეყანაში საქმე?

 

დაბალანსებულ-გამპრავებლების აზრი მაინტერესებს, თუმცა

ბიცოს ძუძუების ქანქარი უფრო საინტერესოა ამგონი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოსახლეობის მიერ საპროტესტო აქციებით უკმაყოფილების გამოხატვის შეზღუდვა გამუდმებულად ვერ აიხსნება მეზობელი მტრული სახელმწიფოს ინტერესებით.

:D :D

კიაიმი-ც შეაწუხეს 40 კმ-ის ხსენებით?

 

 

კიაიმ მოვლენები საკმაოდ მკვეთრად შეაფასა და თქვა, რომ მთავრობის რეაქცია აშკარად არაპროპორციული იყო და საპროტესტო აქციის მონაწილეებს უმოწყალოდ სცემდნენ: ,,ყოველივე ეს ბადებს ეჭვს, რომ მიზანი იყო არა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშლა, არამედ მათი დასჯა და საზოგადოებაში შიშის დანერგვა".

++++++++

 

ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით.

 

მიშისტები რას ამბობენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

 

ეს მე უფრო ადრე ვიცოდი და თუ იპოვნით იქით თემას„ ელოდეთ საქართველოში დიქტატურას“ (მე ბანი მაქვს შნირი ლევის გამო :givi:) ............აუცილებლად ეგრე იქნება თუ ხმას არ ამოიღებთ ამ არჩევნების გაყალბების შემდეგ.

 

 

პრივეტ ნანი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი კი მინდა ძალიან და თუ ივანიშვილი მოიგებს არჩევნებს 26–ში ვინც ესე გაიმეტა საკუთარი ხალხი(პირველი ვინც ბრძანება გასცა) ყველა უნდა გაასამართლონ და კანონის მიხედვით ციხე უნდა ახეხინონ.

 

მიშას ხელისუფლების თარეში უნდა დამთავრდეს და „კარდუების“ ვერასოდეს ვერ იქნება საქართველო.დედა უნდა ეტიროთ ამ ბეზპრედელშიკებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რისი ეშინია ხალხს, რა-37 წელია? დახვრიტავენ?

არ უნდათ ბრძოლა და მარტო პეროჟნების ჭამა უნდათ, ეგრე არააა,

არჩევნებზე ვისაც მისვლა დაეზარება კი ღირსი მთელი ცხოვრება სიღატაკესა და უიმედობაში გაატაროს, ასეთEბმა ეს დაიმსაუხრეს

ბრძოლა კი არა, ვერიდან ვაკეში არ გადავლენ თუკი 100% გარანტია არ ექნებათ რომ მათი მდგომარეობა გუჯობესდება და თანაც ისინი ყველანაირ საფრთხეს აცდებიან

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რისი ეშინია ხალხს, რა-37 წელია? დახვრიტავენ?

არ უნდათ ბრძოლა და მარტო პეროჟნების ჭამა უნდათ, ეგრე არააა,

არჩევნებზე ვისაც მისვლა დაეზარება კი ღირსი მთელი ცხოვრება სიღატაკესა და უიმედობაში გაატაროს, ასეთEბმა ეს დაიმსაუხრეს

ბრძოლა კი არა, ვერიდან ვაკეში არ გადავლენ თუკი 100% გარანტია არ ექნებათ რომ მათი მდგომარეობა გუჯობესდება და თანაც ისინი ყველანაირ საფრთხეს აცდებიან

 

კი, დახვრიტავენ...

არ მოუკლავთ ჯერ თუ რა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი, დახვრიტავენ...

არ მოუკლავთ ჯერ თუ რა?

საააკაშვილის მმართველობისას საპროტესტო დემონსტრაციები ცეცხლსასროლი იარაღით არ დაუხვრეტიათ, დაღუპვით დაიღუპა ხალხი 26 მაისს სავარაუდოდ 2 ადამიანი, თუმცა 100% იმის თქმა რომ ისინი მოკლეს ვერ ვიტყვით

 

37-38 წელს საქ. დაიხვრიტა ათასობით ადამიანი, თანაც ისეთები ვისაც პოლიტიკასთან შეხებაც კი არ ქონიათ, დღესდღეობით მაქსიმუმ რაც შეიძლება გააკეთონ ვთქვათ რომელიმე პარტიის აქტივისტი დააკავონ ან ცემონ ისიც მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების ან მასობრივი გამოსვლების დროს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩამოიშალა მიშა უკვე და ახლა ორმაგადაა საფრთხილო რომ ჩვენც არ ჩამოგვშალოს

 

Siknadmo

რისი ეშინია ხალხს, რა-37 წელია? დახვრიტავენ?

"ამეებ ნუ წერ ბიჯო შენ თორემ დაგიჭერენ" ციტატა ჩემი ვოლიდან სადაც გულითადი მეგობარი მაფრთხილებს, მერწმუნე ხალხს იმაზე მეტად ეშინია დაჭერის ვიდრე 37-ში დახვრეტის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერწმუნე ხალხს იმაზე მეტად ეშინია დაჭერის ვიდრე 37-ში დახვრეტის

ე.ი. ხალხი გაფუჭდა(გავფუჭდით)და შეეჩვია "მონობას"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩამოიშალა მიშა უკვე და ახლა ორმაგადაა საფრთხილო რომ ჩვენც არ ჩამოგვშალოს

 

Siknadmo

 

"ამეებ ნუ წერ ბიჯო შენ თორემ დაგიჭერენ" ციტატა ჩემი ვოლიდან სადაც გულითადი მეგობარი მაფრთხილებს, მერწმუნე ხალხს იმაზე მეტად ეშინია დაჭერის ვიდრე 37-ში დახვრეტის

თუკი ადამიანი მშიშარაა ეს მისი პრობლემაა და ნუ აბრალებს სხვას, მშიშარა ადამიანი იმსახურებს რომ თავში უპარტუყუნონ და სიღატაკაში იცხოვროს,

მაგათ იცი რა უნდათ, გაშლილი სუფრა და სასედნი ოთახში ბუტანკები :givi:

 

http://www.youtube.com/watch?v=euHuQfj-sIM&feature=related

ხო, აი ამის გაკეთება ოღონდ არაა საჭირო :givi:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რისი ეშინია ხალხს, რა-37 წელია? დახვრიტავენ?

 

......................

ამაზე გამახსენდა

აი აქ ნახეთ ტქვენი ხომ არავინაა?

 

სტალინის პირადი ხელმოწერით არის დახვრეტილი 44 ატასი ადამიანი

მე ბაბუაჩემი ვნახე

http://stalin.memo.ru/regions/regi5.htm

კი მქონდა ყველა დოკუმენტი ( სასამართლოს განაცენი და დახვრეტის დასტური+ რეაბილიტაცია)

მაგრამ ის მართლა არ ვიცოდი რომ დახვრეტა სტალინმა სასამართლომდე მიუსაჯა

 

აქ მხოლოს სტალინის ხელმოწერით ვინც დაიხვრიტა ისინი არიან

 

 

ბებიაჩემს ბაბუას დახვრეტის შემდეგ აღარაფრის ეშინოდა

 

ასე რომ........

 

laci

lasha1997

 

კიაის გარეშეც მშვენივრად ვიცით ყველაფერი - დებილი არავინაა

უბრალოდ კარდუ-გამპრავებლებისთვის კიდე ერთი არგუმენტია, მეტი არაფერი

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

უბრალოდ კარდუ-გამპრავებლებისთვის კიდე ერთი არგუმენტია, მეტი არაფერი

 

 

 

 

წაგებული ომი აქვთ გაპრავებული და არა მგონია ამის გაპრავება ვერ შეძლონ. :) ისე და თავს რატომ უყადრებთ მაგისთანებს ეგ არ მესმით და ეგეთებს პროსტა უნდა ეკაიფოთ,რადგან სერიოზულად მათთან საუბარს აზრი არა აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

თუკი ადამიანი მშიშარაა ეს მისი პრობლემაა და ნუ აბრალებს სხვას, მშიშარა ადამიანი იმსახურებს რომ თავში უპარტუყუნონ და სიღატაკაში იცხოვროს,

მაგათ იცი რა უნდათ, გაშლილი სუფრა და სასედნი ოთახში ბუტანკები

ბევრს მეტი მართლა არ უნდა მაგრამ ჩვენ დანარჩენმა საზოგადოებამ რა ვქნათ? ისე ერთჯე მასეტ სირებზე ნერვებმოშლილს მინდოდა ნაცებში შევსულიყავი, კარიერა ამეწყო მერე მთავრობაში მოვსულიყავი და სისხლიგამომეწოვა საზოგადოებისათვის :facepalm: :facepalm: :facepalm:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უბრალოდ კარდუ-გამპრავებლებისთვის კიდე ერთი არგუმენტია, მეტი არაფერი

 

 

ეგენი ისეთ ფაქტებს აპრავებენ რომ რავიცი რა, სინდისი საერთოდ აღარ ააქვთ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

laci

მკიდია მაგათი გაპრავებები, უბრალოდ ლინკად მაინც გამოდგება , სხვა თუ არაფერი

 

ომის და ხოხვების გაპრავებას რაც შეეხება - ვინ დაუჯერა რო?

:D

საკუთარ ტავს თუ არწმუნებენ არ ვიცი - აუტოტრენინგის პონტში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...