planetanews Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის თეიმურაზ ხუგაევის გათავისუფლების საკითხს თვითაღიარაბული რესპუბლიკის პარლამენტი კიდევ ერთხელ განიხილავს. ოსური და რუსული სააგენტოების ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა ხუგაევის მოხსნის შესახებ პარლამენტისადმი მიმართვას ხელი დღეს მოაწერა. მიმართვის გაგზავნის გადაწყვეტილება დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭომ მიიღო. ასევე, საბჭომ უსაფრთხოებისა და საბიუჯეტო სფეროს უწყებათაშორის კომისიას დაავალა, გენპროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ეფექტურობა შეისწავლოს. როგორც რუსულ სააგენტო „ინტერფაქსს“ ვადიმ ბროვცევმა უთხრა, ეს გადაწყვეტილება მან რესპუბლიკაში საზოგადოებრივ–პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესებისთვის მიიღო. გასული წლის ბოლოს ექსპრეზიდენტ ედუარდ კოკოითისა და ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ კოკოითიმ გენ.პროკურორის გათავისუფლების თხოვნით პარლამენტს მიმართა, მაგრამ მაშინ საკანონმდებლო ორგანომ ეს თხოვნა არ გაიზიარა, ამიტომ ჯიოევამ ხელისუფლება შეთანხმების ჩაშლაში დაადანაშაულა, საკუთარი ხელმოწერა უკან წაიღო და ინაუგურაციის თარიღი დანიშნა. ამ ყველაფერს კი მის შტაბში ძალოვანების შევარდნა მოჰყვა, რა დროსაც ალა ჯიოევა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ჰიპერტონული კრიზის დიაგნოზით მოათავსეს. დღეს ალა ჯიოევა რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს. ცხინვალელი ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს კვლავ გააგრძელებს. ხელისუფლების მიერ 9 თებერვალს ჯიოევას შტაბში სპეცოპერაციის ჩატარებას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებიც გამოეხმაურნენ. ბევრი მათგანი პოლიტიკური კრიზისის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტას არ ემხრობა, გარდა ამისა, მათთვის მიუღებელია ქალისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ალა ჯიოევას მომხრეების ინფორმაციით, ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა მას მკერდში ავტომატის კონდახი ჩაარტყეს. ამასობაში სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა დახმარება რუსეთის, დსთ–ს და დასავლეთის სამოქალაქო საზოგადოებას სთხოვეს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც შესაძლოა სამოქალაქო ომში გადაიზარდოს. მათი აზრით, ამჟამად მასობრივად ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ხორციელდება რეპრესიები. ამიტომ ოსი სამოქალაქო აქტივისტები კოლეგებს მოუწოდებენ, რომ მოახდინონ რეაგირება რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და დაეხმარონ, პირველ რიგში, ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში. მათი აზრით, აუცილებელია შეიქმნას მონიტორინგის საერთაშორისო ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს. მიმართვას ხელს 10 სამოქალაქო აქტივისტი აწერს. ხელმომწერთა შორისაა ჟურნალისტი მარია პლიევა, რომელმაც ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებრიობისადმი იმით არის გამოწვეული, რომ რესპუბლიკაში ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას და ამის შეჩერება აუცილებელია. „მხოლოდ რუს ექსპერტებს ჩვენთან უკვე აღარ ენდობიან, ამიტომ საჭიროა საერთაშორისო უფლებადამცველებმა გაანალიზონ, დააკვირდნენ და რეაგირება მოახდინონ ჩვენთან მიმდინარე პროცესებზე.“– ამბობს მარია პლიევა. ოსი სამოქალაქო აქტივისტების მიმართვას ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts