Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დავით ბაქრაძე ლატვიის სეიმის თავჯდომარეს შეხვდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/1128_34095_679428-200x300.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს, სოლვიტა აბოლტინას შეხვდა.

 

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და გაუმჯობესება იყო.

 

“ლატვია ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატოს წევრობისა და ევროკავშირში მჭიდრო ინტეგრაციისკენ. ჩვენ საქართველოსთვის პოზიტიურ შედეგებს მოველით ნატოს ჩიკაგოს სამიტისგან“, – განაცხადა აბოლტინამ.

 

მისივე თქმით, საქართველო არის  ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის ინიციატივის წარმატებული ნაწილი  და ლატვია მხარს უჭერს  ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას.

 

დავით ბაქრაძემ  ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე, თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

 

“ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები  ტრადიციულად,ძალიან კარგადვითარდება. მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს ყველა საკითხში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – განაცხადა დავით ბაქარძემ და  ხაზი გაუსვა, რომ ლატვიის პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც   ოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ განცხადება მიიღო.

 

მისივე თქმით, ლატვია არის ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და ევროკავშირთან დაახლოებას.  მან ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ 2003 წლიდან აქტიურად ვითარდება. 

 

“დღეიდან ორ ქვეყნას შორის არსებობს სრულმასშტაბიანი ურთიერთობები.  არსებობს პირდაპირი ფრენები  თბილისსა და რიგას შორის, არის ლატვიის საელჩო  თბილისში და საქართველოს საელჩო რიგაში“, – განაცხადა  ბაქრაძემ.

 

მისივე თქმით, ყველა პირობაა იმისთვის,რომ ურთიერთობები გაღრმავდეს არა მხოლო რიგითი მოქალაქეების და ტურისტების დონეზე, არამედ ბიზნესისა და ბიზნესმენების დონეზე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარესთან ერთად ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს ახალი შენობის გახსნასაც დაესწრო.

 

ვიზიტის ფარგლებში სოლვიტა აბოლტინა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება.ასევე  დაგეგმილია შეხვედრები   გრიგოლ ვაშაძესთან და  ნიკა გილაურთან.

 

ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე თბილისს 15 თებერვალს დატოვებს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...