Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ანონსი 14 თებერვალი


Recommended Posts

14 თებერვალს, 10.00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ახალი სასწავლო კომპლექსი გაიხსნება.

მის: გორგასლის ქ. №10

 

14 თებერვალს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ‘ახალგაზრდები სამართლიანობისათვის – საქართველო’ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: უკურნებელი სენით დაავადებული მსჯავრდებულის, ზაზა გიგაურის უფლებების უხეში დარვევა’.

მის.: რუსთაველის გამზ. #24/1 (შესასვლელი ლაღიძის ქუჩის მხრიდან, მოსე თოიძის მუზეუმის სახლში, შესასვლელი სადარბაზოდან, ბოლო სართული)

საკონტაქტო პირი ნინო ბოლქვაძე – 599 96 22 66

 

14 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ნიკოლოზ წიკლაური ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც აკადემიის შენობაში საზღვაო თემატიკაზე მუზეუმის გახსნას ითვალისწინებს.

მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1

 

14 თებერვალს, 11.00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა გაიმართება.

თემა: ‘საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ქართული კანონმდებლობის ინგლისურენოვანი ბაზის შექმნაზე მუშაობას იწყებს’.

მის: ვახტანგ გორგასლის ქ. #24 (იუსტიციის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციული შენობა)

 

14 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

 

14 თებერვალს, 12:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრივლადიმერ ვარძელაშვილი, მთავრობის კანცელარიაში არაოლიმპიური ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

 

14 თებერვალს, 12:00 საათზე, ‘თავისუფალი საქართველოს’ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ‘თავისუფალი საქართველოს’ დამოკიდებულება სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ’.

მის: ფალიაშვილის ქ. #33 ა

 

14 თებერვალს, 13:00 საათზე, კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

 

14 თებერვალს, 13:00 საათზე, ‘პრაიმ-ტაიმის’ პრესკლუბში სტუმრად იქნება ‘ნეიტრალური საქართველოს’ ლიდერი ვალერი კვარაცხელია.

თემა: ‘ქართულ ოცნებაში’ მიმდინარე პროცესები.

მის: კოსტავას ქ. #68

 

14 თებერვალს, 13:00 საათზე, ‘სახალხო კრების’ აღმასრულებელი საბჭო ‘სახალხო კრების’ დარბაზთან შეხვედრას გამართავს, სადაც საუბარი შეეხება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას და დაისახება ‘სახალხო კრების’ მომავალი მოქმედების გეგმები.

სასტუმრო ‘ძველი თბილისი’

 

14 თებერვალს, 13:00 საათზე, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში განახლებულ სიებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, 13 კმ

 

14 თებერვალს, 16.00 საათზე, ფრაქცია ‘ქრისტიან-დემოკრატების’ ლიდერები, ფრაქციის სათათბირო ოთახში, სამეწარმეო საქმიანობის საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდებიან.

 

14 თებერვალს, 16:00 საათზე, ფონდ ‘ღია საზოგადოება – საქართველოს’ მხარდაჭერით ჩატარებული ახალი კვლევის ‘ელექტორატის პროფილი’ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ჭოველიძის ქ. #10(ფონდი ‘ღია საზოგადოება – საქართველო’)

 

14 თებერვალს, 18.00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში თვითნასწავლი მხატვრების – თეიმურაზ რუხაძისა და ლევან გრძელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ. #68

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...