planetanews Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgდაპირისპირებაა `ქართული ოცნებისა` და `ქართული პარტიის` ლიდერებს შორის.ბიძინა ივანიშვილის კოალიციის პრესსპიკერმა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას უპასუხა, რომელშიც ის ბიზნესმენის პოლიტიკურ საქმიანობას აკრიტიკებდა. `ქართულ ოცნებაში`ირაკლი ოქრუაშვილს არასანდო პოლიტიკურ ფიგურას უწოდებენ. საფრანგეთში მყოფმა `ქართული პარტიის` ლიდერმა ბიძინა ივანიშვილს ღია წერილი მისწერა. ირაკლი ოქრუაშვილი ივანიშვილის კოალიციის წევრებს პრეტენზიებს უყენებს. `გარემოცვა, რომელიც თქვენ შემოიკრიბეთ და რომლის გავლენის ქვეშაც იმყოფებით, დაზიანებული ატომური რეაქტორის ეფექტის მატარებელია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თქვენი გარემოცვის უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით, პირადი მოტივების გამო, საკუთარ მტრად მიმიჩნევს, ყველაფერი გასაგები ხდება. იმასაც თუ დავამატებთ, რომ თქვენი პიროვნება ცნობილია იმით, რომ ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ, ამის შემდეგ ნამდვილად არ ვარ არათუ შეურაცხყოფილი, არამედ გაკვირვებულიც,` - ნათქვამია წერილში. ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთ პრეტენზიას უყენებს. ის ”ქართული ოცნების” ლიდერს ოქრუაშვილის პარტიის წინააღმდეგ `ტალახის სროლის` კამპანიაში და სოზარ სუბარის გადაბირებაში ადანაშაულებს. `იმ ფაქტსაც შევეგუეთ და სიჩუმით შევხვდით, საკუთარი პარტიის თავმჯდომარე `თამარ ქალივით` რომ მოგვტაცეთ, რაზეც ყველა თავმოყვარე ორგანიზაცია, თქვენ თუ არა, მას მაინც საკადრის პასუხს გასცემდა,`- წერს ოქრუაშვილი. წერილში საუბარი ტელეკომპანია `მაესტროსაც` შეეხო. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოქმედებით შეგნებულად დაანგრია ”რუსთავის მართვის კომპანია”, რომელსაც ოქრუაშვილი და მისი პარტნიორი ეროსი კიწმარიშვილი ხელმძღვანელობდნენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts