planetanews Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59969.jpgასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და დროულად გააუვნებელეს დღეს გამნაღმველებმა თბილისში, ისრაელის საელჩოს თანამშრომლის რომან ხაჩატურიანის პირად ავტომობილში. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. რომან ხაჩატურიანი საქართველოს მოქალაქეა და საელჩოში მძღოლად მუშაობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების ცნობითმ დღეს კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ინდოეთის დედაქალაქში ამოქმედდა. ბომბი დელიში ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობის მანქანაში იყო დამონტაჟებული. აფეთქების შემდეგად დაშავდა ერთი ადამიანი. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინდოეთში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის განცხადებით, დიპლომატის მანქანა საელჩოს ტერიტორიასთან ახლოს, შენობის წინ აფეთქდა. შემთხვევის ადგილი გადაკეტილია, ინციდენტს პოლიცია იძიებს, თუმცა აფეთქებისთვის სამართალდაცველებს ჯერჯერობით ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებიათ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts