Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ქართველი მეწარმეები სესხის მოსაპოვებლად “რეალითი შოუში” ეჯიბრებიან ერთმანეთს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg

 

დემიენ მაკგინესი

 

ჩამონგრეული, ცივი საწყობის უკან განთავსებულ პატარა ოთახში, ზაზა ჯანეზაშვილი ფრთხილად დებს ფერად ძაფს უზარმაზარ მოზუზუნე დაზგაში.

 

რამდენიმე წუთის შემდეგ გრძელი მილიდან კაშკაშა ყვითელი წინდები ამოხტება. ყველაფერი ჩარლის და შოკოლადის ფაბრიკას მაგონებს.

 

მაგრამ ზაზას ბიზნესი სულაც არ არის ბავშვური.

 

სულ რაღაც ორიოდე თანამშრომლით ის დღეს საქართველოში გაყიდული წინდების 6 პროცენტს აწარმოებს. და ახლა მას, ქართული პოპულარული სატელევზიო შოუს დახმარებით, ბიზნესის გაათმაგების საშუალება მიეცა.

 

მან ამ პოპულარულ შოუში, რომლის სათაურიც ასე შეიძლება ითარგმნოს, ”დასაქმდი და დაასაქმე” დაბალპროცენტიანი სესხი მოიგო.

 

ჟიურიში ქვეყნის სამი უდიდესი ბანკის ხელმძღვანელი შედის, ხოლო თავმჯდომარე გიგია უგულავა, თბილისის მერი. სწორედ ეს ჟიური გადასცემს მთავრობის მიერ გარანტირებულ დაბალ, 6 პროცენტიან სესხებს საწარმოების იმ მფლობელებს და პოტენციურ მეწარმეებს, რომელთაც კარგი ბიზნესიდეა აქვთ.

 

”ასეთი სესხისთვის ჩვეულებრივ 30 პროცენტს იხდიან,” გვითხრა ზაზამ. ”ამ შოუში მონაწილეობა რომ არ მიმეღო, ასეთი დონის მისაღწევად წლები დამჭირდებოდა.”

 

გადაცემის სხვა მონაწილენი უამრავი იდეით გამოდიან, დაწყებული მოცურავე რესტორნის, მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი ტაქსისა და მფრინავი თეფშის ფორმის სასტუმროს აშენების იდეით. ეს უკანასკნელი იმ მონაწილეს ეკუთვნის, რომელიც ამტკიცებს, რომ უცხოპლანეტელებთან კონტაქტი ჰქონდა. მან ამ კონკრეტულ ეპიზოდში წარმატებას ვერ მიაღწია.

 

გადაცემის პროდიუსერი, რომელმაც შექმნა აგრეთვე შოუს Pop Idol-ის ქართული ვერსია, ამბობს, რომ გადაცემის მიზანი საქართველოში სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაა, რადგან ეს ქვეყანა 1991 წლამდე კომუნისტური იყო.

 

”სულ რაღაც 20 წელია, რაც საბაზრო ეკონომიკაზე გადავედით. ამიტომ ბევრი ადამიანისთვის ეს შოუ მართლაც ინფორმაციულია და აჩვენებს, თუ როგორ უნდა აწარმოონ ბიზნესი,” განაცხადა მან.

 

”უფრო მეტი ასეთი ტელეშოუ რომ გვქონოდა, ვფიქრობ, მცირე ბიზნესში გარკვეული ფული ჩაიდებოდა და ის ადამიანები, ვისაც პოსტ-საბჭოთა მენტალიტეტი აქვს, მართლა მიიღებდნენ განათლებას.”

 

იმიჯის განმტკიცება?

 

შოუს მსველელობისას, მერს, უგულავას, რომელსაც ბევრი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეს მიიჩნევს, მას შემდეგ, რაც 2013 წელს პრეზიდენტი თანამდებობას დატოვებს, შოუს წამყვანი რეგულარულად დაჰყავს ადგილობრივი სამშენებლო პროექტების დასათვალიერებლად.

 

მაგრამ ზოგიერთი ოპონენტი მმართველ პარტიას იმაში სდებს ბრალს, რომ ისინი ნაციონალურ ტელევიზიებს მომავალი საპარლამენტო არჩვენებისთვის და საკუთარი იმიჯის გასამყარებლად იყენებენ.

 

კობა თურმანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი და პოლიტოლოგი ამბობს, რომ როდესაც ტელეეკრანზე ხედავ, როგორ არიგებს მაღალი რანგის ჩინოვნიკი ბიზნესსესხებს, ეს გართობად შენიღბული პოლიტიკური პროპაგანადაა.

 

”მათი დანაპირები ხალხის დასაქმებაზე, მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე აქამდე არ შესრულებულა,” განაცხადა მან.

 

”ასე რომ როდესაც ტელევიზორში უყურებ, როგორ მონაწილეობს მმართველი პარტიის მაღალი ეშელონების წარმომადგენელი პოლიტიკოსი სამუშაო ადგილის შექმნის პროცესში, რაღა თქმა უნდა, ეს ელექტორატისთვის ძალიან პოზიტიური იმიჯია.

 

რეალურად კი ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. და რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ჩვენ უფრო ხშირად გავიგებთ, თუ როგორ მიანიშნებენ ამ შოუზე მისი მხარდამჭერები: შეხედეთ რას აკეთებდა მერი, რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა.”

 

უგულავა უარყოფს იმ ფაქტს, რომ ტელევიზიას არჩევნებში გასამარჯვებლად იყენებს. ბოლოს და ბოლოს, ამბობს ის, როდესაც გადაცემის მონაწილეების თამაშს აფასებ და უმეტესობას უარით ისტუმრებ, ეს ვერ იქნება პოპულარობისკენ მიმავალი გზა.

 

„ხანდახან უარის თქმა გიწევს. და არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებს უყვართ საჯაროდ უარის თქმა. არ მგონია, ეს კარგი პროპაგანდა იყოს,” განგვიმარტა მერმა. ”ჩემი აზრით, პროექტი უფრო საგანმანათლებლოა და ნაკლებად უკავშირდება მომავალ არჩევნებს.”

 

ანალიტიკოსების აზრით, დახლართული კავშირები მედიას, ბიზნესსა და ძლავამოსილ მმართველ პარტიას შორის იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებს დიდი გავლენა აქვთ იმაზე, თუ რას გადასცემენ ნაციონალური ტელევიზიები – ეს კი სასარგებლო ინსტრუმენტია ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 88 პროცენტი ინფორმაციას ტელევიზიის მეშვეობით იღებს.

 

ორ წამყვან ნაციონალურ არხზე ხშირად ნახავთ 20 წუთიან რეპორტაჟებს, რომლებშიც მომღიმარი პრეზიდენტი სააკაშვილი ხსნის საავადმყოფოებს და სკოლებს და ეს ამბავი მთავარ ახალ ამბად არის მიწოდებული.

 

ზოგიერთი ჟურნალისტის თქმით, მათ ეშინიათ, რომ თუ ზედმეტად კრიტიკულები იქნებიან მთავრობისადმი, სამსახურს დაკარგავენ.

 

ამავე დროს ოპოზიციური მედია იმაზე ჩივის, რომ სულ უფრო უჭირთ რეკლამის მოზიდვა, რადგან ბევრ ბიზნესმენს არ უნდა მთავრობის განაწყენება და მის პოლიტიკურ მეტოქეებთან ასოცირება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს არ უწესებენ პირდაპირ ცენზურას, ბევრი თვითცენზურას მისდევს, რომ პროფესია გადაირჩინოს.

 

მარკ მალენის, Transparency International Georgia-ს თავმჯდომარის თქმით, ორი ყველაზე პოპულარული არხი, რუსთავი 2”და „იმედი” (მათ მოსახლეობის 80 პროცენტი უყურებს) მხოლოდ მმართველი პარტიის არგუმენეტებს გადასცემს”.

 

„თქვენ ვერ მოისმენთ ბევრ გამოძიებას. არ არის ბევრი სიკუსია დიდი მნიშვნელობის პრობლემებზე, ტენდერებზე, მთავრობასა და ბიზნესს შორის არსებულ ურთიერთობებზე,” განაცახადა მან.

 

„უამრავი მნიშვნელოვანი რამ ხდება, რომელთა შესახებ ვერც კი იგებ. ძირითადად მხოლოდ ის გესმის, რომ მთავრობამ ბევრი დადებითი რამ გააკეთა, რაც მართლაც ასეა, მაგრამ სხვა რაღაცაც ხდება”.

 

თუმცა საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ მედიის თავისუფლება არ იზღუდება და ჟურნალისტები თავისუფლები არიან მმართველი პარტიის კრიტიკისას.

 

და მართლაც ჟურნალისტებს, როგორც წესი, არ ეშინიათ ძალადობის და ფიზიკური ზეწოლის, როგორც ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში ხდება.

 

კრიტიკა ”ყველგან”

 

პრეზიდენტი სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელსაც მოსახლეობის მესამედი უყურებს, მთელი პოლტიკური სპექტრია წარმოდგენილი.

 

”არავის ეკრძალება ლაპარაკი,” უთხრა მან BBC-ის.

 

”თუ ადამიანები ფიქრობენ რაღაცას, მათ შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი აზრი ნებისმიერ არხზე, იმის მიუხედავად, თუ როგორია მათი პოზიცია.

 

”კრიტიკა ისმის ყველგან, ყველა სატელევიზიო არხზე, ყველა გაზეთის ფურცლებიდან, პარლამენტიდან და ხალხის მასებიდან“.

 

მაგრამ ზაზა ამაყად მიჩვენებს იმ ახალი დაზგის სურათებს, რომელთა ყიდვაც უკვე შეუძლია „რეალითი შოუში“ გამარჯვების შემდეგ.

 

მას არ ადარდებს ის აზრი, რომ შეიძლება სამთავრობო პოლიტიკოსების მიერ სესხების გაცემა საარჩევნო კამპანიად აღიქვას ვინმემ.

 

იმის გამო, რომ ოფიციალური მონაცემებით უმუშევრობა დაახლოებით 16 პროცენტია, ხოლო რეალური მაჩვენებელი (კავკასიის კვლევის რესურსცენტრის მონაცემებით), ალბათ 30 პროცენტს აჭარბებს, ბევრი ქართველი უფრო მძიმე პრობლემებითაა შეწუხებული.

 

ზაზას წარმოდგენით, თუ ტელევიზიაში ის გადის, რაც მას ბიზნესსესხის აღებაში დაეხმარა, მაშინ ასეც უნდა იყოს.

 

ის ამბობს, რომ მადლობელია ნებისმიერი დახმარებისთვის.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...