Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- "თავისუფალი საქართველო" ოპოზიციას სოფო ნიკოლაშვილის მხარდასაჭერად გაერთიანებისკენ მოუწოდებს


Recommended Posts

15:16 13.02.2012

"თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია კახეთში მოქმედ ყველა ოპოზიციურ პარტიას ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივი საპროტესტო აქციის ორგანიზებისკენ მოუწოდებს.

 

http://2.bp.blogspot.com/-zN7spVdipCc/Tzjwshzh9ZI/AAAAAAAAGMo/3kHZvGnkaww/s200/sofo%2Bnikolaishvili.jpgროგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, გამოძიების მსვლელობისას პრესით გახმაურდა, რომ ნიკოლაშვილი ადვოკატის გარეშე დაკითხეს.

 

"მოვუწოდებთ კახეთში მოქმედ ყველა ოპოზიციურ პარტიას, იდეოლოგიური სხვაობის მიუხედავად, გაერთიანებული ძალებით თელავში მოვაწყოთ საპროტესტო აქცია დამნაშავე გიორგი სიბაშვილის დაკავების მოთხოვნით. ამასთანავე, კახეთის საზოგადოებას ვთხოვ, ამ უსამართლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას შეუერთდნენ. დღევანდელი სასამართლო ისეთი უსამართლოა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს მისი მსხვერპლი.

 

ასევე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სოფო ნიკოლაშვილისგან სიბაშვილი ინფორმაციას ითხოვდა მამამისის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც კუდ-ის ხელწერას წარმოადგენს. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ამ კონკრეტული საკითხის გამო გაერთიანებისკენ, რათა ერთობლივი ძალებით მოვახერხოთ არა მარტო დამნაშავის, არამედ მათი მფარველების დასჯა", - განაცხადა "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამილა გურაშვილმა.

 

31 იანვარს გურჯაანში ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დააკავეს, რომლის წინააღმდეგ განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

 

"ინტერპრესნიუსი"

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png2907431438646605030-997321107363611196?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...