Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ხელისუფლების მორიგი ისტერია ოშკის გადარჩენის საბაბით


Recommended Posts

ავტორი ნინო მიქიაშვილი

15:30 13.02.2012

საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას თურქეთის წინააღმდეგ ამხედრებს და ამაში ბოროტად იყენებს გარკვეული მუზეუმებისა და სამეცნიერო დაწესებულებების დირექტორების, მათი მოადგილეების, ცალკეული ხელოვნებათმცოდნეების, ისტორიკოსების პოზიციას (თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლები სასწრაფო შველას ითხოვსო). ხელისუფლებას ამ საქმეში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენში, ჯიბის ტელევიზიები და განსაკუთრებით ტელეკომპანია “იმედი“ ეხმარება.

 

http://2.bp.blogspot.com/--K7s9WZbhEs/TzjyyRz6HZI/AAAAAAAAGM0/S7B86w8B5Jo/s200/oshki%2Bisteria.gifთურქეთ-საქართველოს შორის 2005 წელს დაწყებული და საქართველოს ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამო რამდენჯერმე გაყინული მოლაპარაკებების ირგვლივ მორიგი ისტერია 26 იანვრის შემდეგ დაიწყო. ამჯერად საქართველოს კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ “დაუსვა წერტილი“ გაწელილ მოლაპარაკებას, რომლის თანახმად, ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენების და ახალციხეში აჰმედიეს მეჩეთის რესტავრაციაში თურქული მხარის ჩართვის სანაცვლოდ ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე ოშკსა და იშხანს რესტავრაცია ჩაუტარდება.

 

ისე, ნიკა რურუამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვა გაცილებით ადრე, 20 წლის წინ დაიწყო, ოღონდ მაშინ მთავრობის სასახლეს ჩაუტარა “რესტავრაცია“, ავტომატით ხელში და ახლა ამ საქმეს მინისტრის ამპლუაში აგრძელებს. ახლანდელ მაგალითად ბაგრატის ტაძრის დასახელებაც კმარა, რომელსაც ქართველი ხელოვნებათმცოდნეების განმარტებითა და იუნესკოს დასკვნების თანახმად, “შეუქცევადი ჩარევებით“ პირვანდელი სახე და ის ღირებულება, რაც გააჩნდა, მთლიანად დაკარგვინეს.

 

2012 წლის 26 იანვარს რურუა ანკარაში მის თურქ კოლეგას შეხვდა და თბილისში დაბრუნების შემდეგ განცხადება გაავრცელა - მე დავთანხმდი, ხოლო საზოგადოება დეტალებს მას შემდეგ შეიტყობს, რაც შეთანხმებას ხელი მოეწერებაო. რურუას ანკარაში სტუმრობის შედეგი პალიტრატვ.გე-ს ეთერში, კერძოდ, გადაცემა “პროვოკატორში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხათუნა ოჩიაურმა დააკონკრეტა, რომ თურმე თურქეთთან ხელშეკრულების გაფორმება ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც უაღრესად მომგებიანი იქნება, რადგან ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხას და ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ ასაშენებელ ფულს თურქები გამოყოფენ; ეს იქნება ჯაჭვური რეაქცია და იშხანსა და ოშკს მიჰყვება სხვა ძეგლებიო, - აღნიშნა, მაგრამ ამ “ჯაჭვურ რეაქციას“ საქართველოში რა მოჰყვება, ამაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს აღარაფერი უთქვამს.

 

საქართველოს კულტურის სამინისტრო და მისი პოზიციის გამზიარებელი დირექტორები, მოადგილეები, ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები გვარწმუნებენ, რომ ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებას (რაც ყველაზე რთულად განსახორციელებელი პუნქტია თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში) თურქული მხარე მოითხოვს.

 

ამ კონკრეტულ საკითხზე თურქულ მხარეს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. საკითხავია ეს ნამდვილად თურქეთის მოთხოვნაა, თუ საქართველოს ხელისუფლების სარფიანი წინადადება.

 

“აზიზიეს მეჩეთთან“ დაკავშირებით თურქულმა მხარემ, კერძოდ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთადერთი კომენტარი 2011 წლის 11 თებერვალს, ბათუმში სტუმრობისას გააკეთა, რომელიც ერთადერთმა ტელევიზიამ - ტვ25-მა გააშუქა - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით “აზიზიეს“ აშენებაზე შეთანხმება ერდოღანისა და სააკაშვილის შეხვედრის დროს მოხდაო.

 

სხვათა შორის, გასულ წლებში მიმდინარე მოლაპარაკებისას ისტორიულ საქართველოში ოთხი ძეგლი (ოთხთა, ხანძთა, ოშკი და იშხანი) უნდა აღდგენილიყო და ამის სანაცვლოდ საქართველოში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებასთან ერთად რესტავრაცია უნდა ჩატარებოდა: კვირიკეს ჯამეს (ქობულეთის რაიონში), მხარჯავის მეჩეთს (ადიგენის რაიონში) და ახალციხის რაბათის კომპლექსსა(სადაც სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი ფუნქციონირებს) და იქვე არსებულ წყვილ აბანოს.

 

სხვათა შორის, ახალციხის რაბათის კომპლექსის რესტავრაცია-კონსევრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა დაიწყო და ეს რომ ნამდვილად ასეა, გასული წლის 22 ივლისს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა, ციური ლაფაჩმა ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში (სათაურით - ახალციხის რაბათის რეაბილიტაციას ვანო მერაბიშვილი კურირებს) დაადასტურა.

 

ამ კონკერეტულ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ თურქებთან სარფიანი გარიგება არჩია მერაბიშვილის მიერ წამოწყებულ რესტავრაცია-კონსერვაციას, თუ თავად მერაბიშვილი დათანხმდა თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკების ფარგლებში ახალციხის რაბათის კომპლექსის დატოვებას, ჩემთვის უცნობია.

 

ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ოშკისა და იშხანის მდგომარებით “გულდადთუთქული“ საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფოსა და ეკლესიის შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების, საპატრიარქოსა და საზოგადოების გვერდის ავლით აპირებს გასაიდუმლოებული შეთანხმების გაფორმებას.

 

ორშაბათს, ან მაქსიმუმ სამშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისგან უნდა მივიღო პასუხი კითხვებზე, თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რასაც დაუყოვნებლივ გაცნობებთ.

 

"ობიექტივი"

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png2907431438646605030-8057515406665063558?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...