planetanews Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/monanieba.jpgთბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ცოდვის მონანიებისა და სინანულის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, წმიდა ეკლესია მრევლს დიდი მარხვისთვის ამზადებს, რადგან უძღები შვილის კვირა იწყება. უწმიდესის თქმით, ადამიანი ღვთის ურთულესი ქმნილებაა. <span style="font-size: 10pt;" />„იგი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა, მაგრამ, ამავე დროს, როდესაც ის ეცემა, მაშინ უფალი მიდის და აყენებს მას, რათა გააგრძელოს ცხოვრების გზა. დავით წინასწარმეტყველი ამბობს – ყოველი კაცი ცრუ არს და არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. წმიდა სახარება და უფალი გვასწავლის, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ არ ჩავარდეს ცოდვაში“, – ბრძანა პატრიარქმა. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts