Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატი გარიცხეს


Recommended Posts

დღეს, 13 თებერვალს, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან კასპის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კურდღელაშვილიც გარიცხეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მიხეილ მაჭავარიანმა დაადასტურა.

 

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის რიგებიდან მანამდე ვანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან ხურციძე გარიცხეს. კასპისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატების საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვის საკითხს საპარლამენტო უმრავლესობა ამ წუთებში მიმდინარე სხდომაზე ოფიციალურად გააფორმებს.

 

პარალელურად, დღეს პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის შენარჩუნების საკითხი უნდა გაირკვეს. პარლამენტის ბიუროს ფრაქციებში მომხდარი დღევანდელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება. კერძოდ, ფრაქცია "ძლიერი საქართველო" დეპუტატმა რომან მარსაგიშვილმა დატოვა და ფრაქციაში "ერთობა სამართლიანობისთვის" გაწევრიანდა. ამის შედეგად ფრაქცია "ძლიერი საქართველო" დაიშალა, თუმცა "ქრისტიან-დემოკრატებმა" "ძლიერი საქართველოსთვის" ერთი დეპუტატის – რატი მაისურაძის დათმობის და აღნიშნული ფრაქციის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს, თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობის შენარჩუნებას განაპირობებს.

 

შესაბამისად, უმცირესობამ დღევანდელი ბიუროს სხდომის დაწყებამდე თავის რიგებში ორი წევრი უნდა მიიღოს. უმცირესობის არსებობის საკითხი სწორედ დღეისთვის დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე გადაწყდება.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...