planetanews Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 /get_img?ImageId=6317 დღეს, 13 თებერვალს, საქართველოში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის, რომან ხაჩატურიანის პირად ავტომობილში ქართველმა სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი ნიფთიერება იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს მოქალაქე რომან ხაჩატურიანი თბილისში, ისრაელის საელჩოში, მძღოლად მუშაობს. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ავტომობილში ბომბი თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისრაელის საელჩოსთან იპოვეს. უტიაშვილის თქმით, ხაჩატურიანმა საკუთარ ავტომობილში საეჭვო ნივთი შენიშნა, რაც სამართალდამცავებს დაუყოვნებლივ შეატყობინა. ფაქტზე დაწყბეულია სისხლის სამართლის გამოძიება. ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, ისრაელის საელჩოს ავტომობილი დღეს ააფეთქეს ინდოეთში, ქალაქ დელიში. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts