planetanews Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 /get_img?ImageId=6318 "მომავლის კლასი” ახალციხის მე–5 საჯარო სკოლაშიც გაიხსნა. გაანთლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრომაციით, კლასი ულტრათანამედროვე ტექნიკით, ე.წ. ინტერაქტიული “ჭკვიანი” დაფებითა და სენსორული მონიტორებითაა აღჭურვილი. "სკოლის მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში ინგლისურის, ქართულის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, გეომეტრიის გაკვეთილების ჩატარებაა შესაძლებელი. სხვადასხვა საგნების სწავლებისას შესაძლებელია ვირტუალური ლაბორატორიების და სასწავლო იარაღების გამოყენება. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ შეინახონ ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსიები. კლასს მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და აუდიო სისტემაც გააჩნია. "მომავლის კლასები” 2012 წლის ბოლომდე, ეტაპობრივად ყველა დიდ ქალაქში გაიხსნება."-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. ახალციხის მე–5 საჯარო სკოლის დირექტორი, ვანო მერაბიშვილის დედა, ჟენია მერაბიშვილია. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts