planetanews Posted February 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/apetkeba61-300x199.jpgშინაგან საქმეთა ადმინისტრაციის უფროსის შოთა ხიზანიშვლის განცხადებით, თბილისში ისრაელის საელჩოში მომუშავე მძღოლის ავტომობილში ასაფეთქებელი ნივთიერება იქნა აღმოჩენილი. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მძღოლი კი, რომლის მანქანაშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვნეს ქართველია. „მძღოლი რომლის მანქანაშიც აღმოჩენილი იქნა ასაფეთქებელი ნივთიერება მუშაობს საელჩოში და ის არის ქართველი. ჯერჯერობით ჩვენთვის დაუდგენელია ეს ფაქტი პირად საკითხს ეხება თუ სამსახურეობრივია. ამ დროისათვის სხვა ინფორმაცია არ არის ცნობილი“,– განაცხადა ხიზანიშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts